„მე გადმოვცურავ ზღვას“  – პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის  ახალ თეატრში

დღეს, 20 ოქტომბერს მიუზიკლის, „მე გადმოვცურავ ზღვას“ პრემიერა შედგა.
„მე გადმოვცურავ ზღვას“ – პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში

ახალი თეატრის ახალი სპექტაკლი, ირაკლი ჩარკვიანის და ქეთათო პოპიაშვილის შემოქმედებაზე დაფუძნებული მიუზიკლია, რომლის შექმნის იდეაც დავით დოიაშვილს, ბასა ჯანიკაშვილს და გიორგი ასანიშვილს დიდი ხნის წინ გაუჩნდათ. თუმცა სპექტაკლი განსხვავებულ ტექნიკურ რესურსს საჭიროებდა, რომელსაც თბილისში არსებული თეატრები ვერ აკმაყოფილებდნენ. რეკონსტრუირებულმა და თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მოთხოვნით აღჭურვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრალურმა კომპლექსმა  ყველა საჭირო მოთხოვნას უპასუხა და  სპექტაკლის ავტორებს ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. 2021 წელს პროექტმა პირველი არხის პროექტ „შარქ თენქ საქართველოს“ გრანტი მოიპოვა.

მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“

მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“ ორი ნაწილისგან შედგება, სადაც პირველი ნაწილი საბჭოთა კავშირის პერიოდს 80 – ან წლებს ასახავს. ძალაუფლებრივი რეჟიმი,   ახალ ჯანსაღ აზრს ახშობს და  მეთოდურად ნერგავს  მოსახლეობაში  პარტიისა და მისი ლიდერის რწმენას, ტოტალიტარულ სახელმწიფოში. სიუჟეტის მთავარი გმირი  ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის, ცდილობს როგორმე საბჭოთა მარწუხებისაგან თავი დაიხსნას და გაქცევის გეგმებს აწყობს, თუმცა უყვარდება გოგო და დილემის წინაშე დგება. სპექტაკლის  მეორე ნაწილში, ახალი, ეროვნულ-ახალგაზრდული  ძალა იღვიძებს და თავისუფლებისკენ მიმავალ გზებს ეძებს. სინთეზი მუსიკასა სიუჟეტს შორის იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“ – არჩილ სულაქველიძე და ნანკა გვარიშვილი

მიუზიკლზე  შემოქმედებითი ჯგუფი 2016 წლიდან მუშაობს. სპექტაკლში 35-მდე მსახიობი მონაწილეობს. პირველი 15 წარმოდგენის  ბილეთები კი მთლიანად გაყიდულია. 

მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“ – კოსტიუმების მხატვარი: თინათინ კვინიკაძე

უნდა ითქვას, რომ მიუზიკლი გამორჩეული და საინტერესოა სცენოგრაფიული თვალსაზრისითაც, სადაც საბჭოთა კავშირის გარდამავალი პერიოდი, კარგად ჩანს მის მხატვრულ გაფორმებაშიც. კოსტიუმების დახვეწილი სტილი და სახასიათო ნიშნები ცალკე აღსანიშნია, რომელიც კოსტიუმების მხატვარმა თინათინ კვინიკაძემ შექმნა.

მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“

ასევე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის მიერ შექმნილ ქორეოგრაფიულ დრამატურგიაც, რომელიც სიუჟეტს დინამიკურ, სახასიათო სტილს სძენს.  ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაზე შექმნილი მიუზიკლის მუსიკალური ვერსიები კი წარმოდგენის ერთიან,  დასრულებულ სხეულს ქმნის, რომელიც სტილისტურად და შინაარსობრივად მთელ სიუჟეტს ერთიან სხეულად აქცევს.

მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“

მუსიკალური ვერსიების ავტორები გიორგი ასანიშივილი, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი, ბეთხო და მებო ნუცუბიძე არიან.

მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“

ახალი თეატრის მთავარი მიზანი მიუზიკლის ჟანრის განვითარება და მაყურებლის დაინტერესება და მოზიდვაა. 

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი. მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“

ეს არის ისტორია,  სადაც სიყვარული და სიძულვილი, მეგობრობა და ღალატი, გულწრფელობა, ორპირობა, სიმართლე, ტყუილი, სიცოცხლე და გარდაცვალება ერთმანეთს მოსდევს, თუმცა ბოლოს, დრო მხოლოდ სიყვარულს ინდობს.

მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“
მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“
მიუზიკლი „მე გადმოვცურავ ზღვას“

სპექტაკლის თიზერები იხილეთ აქ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფიბი ბრიჯერსი სალის როლს ითამაშებს წარმოდგენაში “Nightmare Before Christmas”

შემდეგი სტატია

ქარდი ბი ბიონსესგან მიღებულ საჩუქარს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი პოლონელი რეჟისორის, ეჟი გროტოვსკისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს

პროგრამა „ეჟი გროტოვსკი: 25 წელი პოლონელი რეჟისორის გარდაცვალებიდან” პოლონეთის გროტოვსკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
მეტი