ლანა დელ რეიმ ინსტაგრამზე ვიდეო მესიჯები გაავრცელა, სადაც საუბრობს, რომ მანქანიდან ლეპტოპი, მყარი დისკი და კამერა მოჰპარეს.
შედეგად, ვარსკვლავმა 200-გვერდიანი ხელნაწერი დაკარგა წიგნის, რომლის ასლიც, მისი თქმით, შენახული არ ჰქონდა. ამიტომ ყველაფერი ახლიდან უნდა დაიწყოს. Რაც შეეხება მუსიკას, მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა მოახერხა ლეპტოპის მასალის დისტანციურად წაშლა, ამბობს, რომ მუსიკამ მაინც გაჟონა.
„გთხოვთ, არ მოუსმინოთ ამ მუსიკას, რადგან ის ჯერ არ გამოშვებულა. Რაც შეეხება წიგნს, შემიძლია ვთქვა, რომ მასში მთელი ჩემი გული ჩავდე. Ძალიან მიყვარდა. კამერის ჩანაწერებს კი ვნახავთ, რა ბედი ეწევა.”
Ნახეთ ლანა დელ რეის მესიჯი, რომელიც მისმა ფანგვერდმა ტვიტერზე გაავრცელა.
October 19, 2022 pic.twitter.com/htR43QKxJX
— Honeymoon (@LDRHoneymoonIG) October 19, 2022