მენდი მურსა და მის მეუღლეს ტეილორ გოლდსმითს მეორე შვილი შეეძინათ. მსახიობმა ეს ამბავი საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო.
მსახიობი და როკ-ბენდის “Dawes” მომღერალი 2018 წელს დაქორწინდნენ. 2021 წელს კი პირველი ვაჟი აუგუსტი შეეძინათ.
„ოზი აქ არის! ოსკარ ბენეტ გოლდსმითი, მართალია ცოტა გვიან, მაგრამ ბევრად მშვიდად მოევლინა ქვეყანას”, – წერს მური ინსტაგრამზე. „ჩვენი გულები ზომით გაორმაგდა და ეს სიყვარული საოცარია. ის სიტყვებს მიღმაა და ძალიან მადლობლები ვართ ჩვენი ოჯახისთვის, რომელიც უკვე 4 წევრისგან შედგება.”
38 წლის მსახიობი ახლახან დაემშვიდობა მის პერსონაჟს რებეკა პერსონს NBC-ის პოპულარულ დრამაში, რომელიც 6 სეზონი გაგრძელდა. ამ როლმა მას 2019 წელს „ემის” საუკეთესო მსახიობის ნომინაცია მოუტანა.
მური ამბობდა, რომ რებეკას პერსონაჟმა მას დედობის ადრეული გამოცდილება მისცა. „Მე დედა ვიყავი იქამდე, სანამ დედა გავხდებოდი. ახლა უკვე ნამდვილი დედა ვარ და ეს უცნაურია. თითქოს, ეს როლი უკვე ვიცი. Ჩემს ვაჟს კი ნამდვილად თერაპია დასჭირდება იმ ფოტოების გამო, რომლებსაც მისი მოვლისას ვიღებდი ასაკიანი ქალის გრიმით.”
Ნახეთ მენდი მურის განცხადება