ალბომი Midnights უკვე ჰიტად იქცა, რასაც Spotify-ის მუსიკალური აღლუმიც ადასტურებს. ტეილორ სვიფტმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ მედიაში გაავრცელა.
ვნახოთ, წარუდგენს თუ არა ახალ ალბომს, ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს და მის გულშემატკივრებს.
ტეილორ სვიფტმა, სამშაბათს, 24 ოქტომბერს, The Tonight Show-ში ჯიმი ფალონთან სტუმრობისას, თავის გეგმებზე ისაუბრა და რამდენიმე მინიშნება, მომავალ კონცერტზეც გააჟღერა.
როდესაც ფალონმა მომღერალს ჰკითხა: სამომავლოდ, ტურნე გეგმაში არის თუ არა, ტეილორ სვიფტმა უპასუხა: „ვფიქრობ ეს უნდა გავაკეთო, როცა დრო მოვა ეს აუცილებლად მოხდება“.
Midnights – ტეილორ სვიფტისთვის მეათე სტუდიური ალბომია, რომელიც პარასკევს, 21 ოქტომბერს გამოვიდა. ალბომმა გამოსვლისთანავე მსმენელის ყურადღება მიიქცია. Spotify-ის ინფორმაციით კი, მუსიკალურ პლატფორმაზე დისკმა ფურორი მოახდინა, ხოლო აშშ-ში, მუსიკალურ აღლუმში, ბილბორდის ტოპ 200-ში პირველი ადგილი დაიკავა.
„ჩემი გულშემატკივრების ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, სიმსუბუქის და სიმძიმის შეგრძნება ერთდროულად მაქვს. როგორც ჩანს, შესაძლებელია ეს ორი რამ ერთად შეიგრძნო“ – განაცხადა ტეილორმა.
„Midnights – საკმაოდ „ბნელი“ ალბომია, მაგრამ სიმართლე გითხრათ ყველა სხვა დანარჩენ ალბომთან შედარებით, რაც ოდესმე გამიკეთებია, ეს ჩემთვის გამორჩეულია. აქ მოისმენთ სიმღერებს ტკივილზე, მწუხარებაზე, დანაკარგზე და სხვა მძიმე საკითხებზე, რასაც ცხოვრების ეტაპზე გადიხარ“ – აღნიშნა ტეილორ სვიფტი.
ინტერვიუს დროს სვიფტი ახალ მუსიკალურ კლიპებზე Anti-Hero -ზე და Bejeweled -ზე საუბრობს.
ალბომ Midnight-ში შესული სიმღერის ვიდეო კლიპის ავტორი თავად ტეილორია. „სიმღერის წერის და კლიპის გადაღების კადრები თითქოს, ჩემს თავში ერთდროულად მოდის“ – აღნიშნავს ტეილორი.
ნახეთ, ტეილორი The Tonight Show-ში: