ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ DZ’OB-ის კონცერტი

ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი DZ’OB

4 ნოემბერს კულტურის ცენტრმა Factory Tbilisi ნიაზ დიასამიძისა და უკრაინული ელექტრო აკუსტიკური ბენდის DZ’OB-ის კონცერტს უმასპინძლა.

ეს ბოლო კონცერტი იყო, რომელიც DZ’OB-მა ევროპული ტურნეს ფარგლებში გამართა. საღამოზე საკუთარი რეპერტუარიდან შეასრულა სიმღერები ნიაზ დიასამიძემ, შემდეგ კი ქართველმა მომღერალმა და უკრაინულმა ბენდმა ამ დღისთვის შექმნილი ერთობლივი კომპოზიცია დაუკრეს. კონცერტის მეორე ნაწილში სცენა DZ’OB-მა დაიკავა. ჯგუფმა სხვადასხვა ალბომიდან საკუთარი კომპოზიციები შეასრულა. 

ჯგუფი DZ’OB

ერთ-ერთი სიმღერა მათ ასე წარადგინეს: „ამ კომპოზიციას “Sometimes Everything Is Wrong” ჰქვია. ხანდახან ყველაფერი ცუდადაა და ახლა ეს ხდება უკრაინაში. მაგრამ მეგობრებთან ერთად, რომლებიც ჩვენ გვერდით დგანან, ყველაფრის გადალახვა უფრო მარტივია. ჩვენი ნამდვილი მეგობრები ქართველები არიან, რომლებიც მხარს გვიჭერენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.”

ოლექსი ბადინი – DZ’OB-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, კომპოზიტორი:

„ეს ტურნე უკრაინაში, ლვოვში დაიწყო, შემდეგ იყო ლუქსემბურგი, ბერლინი, ნიდერლანდები და ახლა საქართველო. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს უკრაინული კულტურა გავაცნოთ, რომელსაც, სამწუხაროდ, არ იცნობენ. ყველამ იცის ჩერნობილი და შევჩენკო, მწერალი არა – ფეხბურთელი. ამიტომ გვინდა, ხალხმა ამის იქითაც გაგვიცნოს. სპეციალურად ამ ტურნესთვის დაიწერა კომპოზიცია სახელწოდებით “Замовляння”, რაც ნიშნავს შელოცვას. ეს ხალხური შელოცვაა ადამიანების გასაძლიერებლად. ომში მხოლოდ იარაღით არ იბრძვი, იბრძვი კულტურითაც. მათი მიზანი კი სწორედ ჩვენი კულტურის განადგურებაა.

რაც შეეხება ნიაზთან კოლაბორაციას, ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ის უფრო ხალხურია, ჩვენ – თანამედროვე, თუმცა ჩვენს მუსიკაშიც არის ხალხური ელემენტები, მაგრამ არა პირდაპირ – უფრო დამალულად. საინტერესო კოლაბორაცია იყო და ვფიქრობთ, კარგი გამოვიდა.”

კონცერტი თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Circus Mircus

Circus Mircus-ის თავბრუდამხვევი კონცერტი MONO HALL-ში

შემდეგი სტატია

შონ ჯონ კომბსი 2022 წელს, BET Awards-ზე Microsoft Theatre-ში

Diddy-მ საკუთარ თავს დაბადების დღე მიულოცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი