მას შემდეგ, რაც გომესის დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, სვიფტმა ინსტაგრამზე მისი ტრეილერი გააზიარა და დაწერა: „ძალიან ამაყი ვარ შენით. მიყვარხარ სამუდამოდ.”
ცოტა ხნის წინ სელენა გომესმა სწორედ ტეილორ სვიფტთან მეგობრობის შესახებ ისაუბრა. „ყველაზე გავლენიანი არტისტი ჩემთვის ტეილორია. იმიტომ არა, რომ ჩემი მეგობარია. ის არის მუსიკოსი, რომელსაც ბევრ სხვადასხვა ჟანრში შეუძლია ყოფნა, თანაც უნაკლოდ. ეს ძალიან იშვიათია და ამისთვის ვაღიარებ მას. ტეილორი ჩემი შთაგონების წყაროა.
ახალ დოკუმენტურ ფილმში Selena Gomez: My Mind and Me ვარსკვლავი საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებს უღრმავდება. „როცა ტურნეს გადაღება დავიწყეთ, თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო საკონცერტო ტურნეს ვიდეო. თუმცა პროცესში, პირადი პრობლემების გამო, მისი გაჩერება მომიწია. Მერე იყო კენიაში მოგზაურობა და იქაც გადავწყვიტეთ, რომ ტურნე გადაგვეღო. ასე რომ, თავიდან ეს არ იყო ჩაფიქრებული დოკუმენტურ ფილმად ბოლო წამამდე, სანამ ეს ყველაფერი არ გადავიღეთ და სანამ იქამდე არ მოვედი, სადაც ახლა ვარ. Მე მინდა, რომ ეს იყოს საუბარი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე და გზებზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ საუბრის შეცვლა. ჩემი მხრიდან ეს ადამიანური მსხვერპლია. მე ჩემი პირადი ცხოვრება გავწირე იმ იმედით, რომ ამ პრობლემაზე საუბარი უფრო გაღრმავდება”, – ამბობს მომღერალი.