ტეილორ სვიფტი Bleachers-თან ერთად სიმღერის Anti-Hero ახალ ვერსიას გამოუშვებს

სიმღერის მეორე ნაწილში ჯეკ ანტონოფი ტექსტს ცვლის
ტეილორ სვიფტი და ჯეკ ანტონოფი გრემის 63-ე დაჯილდოებაზე

ტეილორ სვიფტმა და ჯეკ ანტონოფმა თავიანთი მუსიკალური თანამშრომლობა ახალ საფეხურზე აიყვანეს. მათ სვიფტის ახალი ალბომის სიმღერის Anti-Hero ახალი ვერსიის გამოშვება გადაწყვიტეს. 

ახალ ვერსიაში ანტონოფი ტექსტის მეორე ნაწილის სიტყვებს “sexy baby” ცვლის როგორც “art bro”.

ინსტაგრამის პოსტში, რომლითაც დუეტმა ახალი თანამშრომლობა დააანონსა, სვიფტი ფოტოს აღწერაში წერს – „sexy baby-ს ჯეკისეული ვერსია არის art bro. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს ბევრ ხალხს დააბნევს.”

ჯეკ ანტონოფი, რომლის სოლო პროექტიცაა Bleachers, სვიფტის ახალ ალბომში შესული 13 სიმღერიდან 11-ის თანაავტორია. 

ნახეთ მუსიკოსების კოლაბორაციის ანონსი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსს ბიოგრაფიული ფილმის იდეა არ მოსწონს: „ხალხო, მკვდარი ხომ არ ვარ!!!”

შემდეგი სტატია

ჯიმი ჰენდრიქსის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად მისი წიგნი გამოიცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი