„ბუნკერი“ – მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლის პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში

25 ნოემბერს, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლის, ბუნკერისპრემიერა გაიმართა. ბუნკერი ახალგაზრდა ავტორის, ივა ფეზუაშვილის ამავე სახელწოდების რომანის პირველი სასცენო ინტერპრეტაციაა. ნამუშევარი დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე ფოკუსირდება. წარსულის ნარატივებისა და აწმყოს რეალობის გააზრებით, სპექტაკლი თითოეული გმირის ისტორიას საინტერესო ფორმით გვიყვება. ამ ამბის ცენტრში არის ოჯახი, რომლის თითოეულ წევრს ერთმანეთისაგან განსხვავებული პრობლემები აქვთ: ეს არის ისტორია მამაზე – შუახნის კაცზე, რომელიც წარსულში დაიკარგა; მის ცოლზე, რომელიც ქმართან გაუცხოებას განიცდის; მათ ქალიშვილზე, რომელიც სისტემის ნაწილი და ამავდროულად, მისი მსხვერპლი ხდება და ახალგაზრდა ვაჟზე, რომელსაც იდეალისტურ პრინციპებზე უარის თქმა და კომპრომისზე წასვლა უწევს. 

სპექტაკლის რეჟისორისათვის ეს ნამუშევარი პირველი ინსცენირებაა. როგორც, მიხეილ ჩარკვიანი Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, სპექტაკლზე მუშაობა ახალი და ამავდროულად, საკმაოდ უცნაური გამოცდილება იყო. 

რომანი გამიზნულად ავირჩიე, რადგან შემოქმედების ამ ეტაპზე გამოწვევები იყო ჩემთვის საინტერესო, პროზაული ტექსტის სათეატრო წარმოდგენად ქცევა კი, ძალიან საინტერესო პროცესია. ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანია ის მიზეზი, რის გამოც სწორედ ივას რომანი ავირჩიე და რატომაც მიყვარს ეს ტექსტი. Ჩემთვისაც და მსახიობებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო აგვესახა დამოუკიდებელი საქართველო და მისი ბუნკერი. გვინდოდა ერთგვარად მოგვენიშნა ადგილი, სადაც თვეში რამდენჯერმე სპექტაკლის წარდგენის ფორმატში ამ თემაზე ვისაუბრებდით, რათა არსებობდეს წარსულის მეხსიერება. ეს მეხსიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ისტორიის დავიწყებაში საკმაოდ ყოჩაღები აღმოვჩნდით და ამიტომაც ვეცადე, ადამიანური მაგალითების გამოყენებით, შემახსენებელი ნამუშევარი შემექმნა. არ ვიცი რამდენად გამომივიდა, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო.“ – მიხეილ ჩარკვიანი, რეჟისორი.

ბუნკერისსამსახიობო გუნდი ქართული თანამედროვე თეატრის გამორჩეული სახეებისგან შედგება. სპექტაკლში მონაწილეობენ: დავით ბეშიტაიშვილი, ბუბა გოგორიშვილი, ანასტასია ჭანტურაია, გივიკო ბარათაშვილი, გიგა დათიაშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, გიგი ქარსელაძე და დევი ბიბილეიშვილი. ბუნკერისმსვლელობისას პიანისტი თამარ ჟვანია ცოცხლად ასრულებს  ოლივიე მესიანის ნაწარმოებებს. რაც შეეხება მუსიკის საორკესტრო ვერსიას, მისი ავტორი ნიკოლოზ რაჭველია. ასევე აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის კოსტიუმების მხატვრობაზე ანანო მოსიძემ იმუშავა. 

უახლოეს მომავალში სპექტაკლზე დასწრება 26 და 27 ნოემბერს, ასევე 8 და 9 დეკემბერს იქნება შესაძლებელი. მაყურებლის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 14 წელია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მერაბ აბრამიშვილის საიუბილეო გამოფენა ეროვნულ გალერეაში

შემდეგი სტატია

ნუცა თოფურიას სოლო-კონცერტი –  სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი პოლონელი რეჟისორის, ეჟი გროტოვსკისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს

პროგრამა „ეჟი გროტოვსკი: 25 წელი პოლონელი რეჟისორის გარდაცვალებიდან” პოლონეთის გროტოვსკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
მეტი