ოცდახუთ წელზე მეტია, რაც ცნობილი ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი ჯონ ნუნიესი გასართობი ინდუსტრიის ყველაზე გამორჩეულ და ეპიკური სცენების კადრებს იღებს. როგორც რეპერმა ნასმა (Nas) იმღერა „ჯონ ნუნიეს აქვს ყველა ფოტო“…
ჯონ ნუნიესი სწრაფი გადაღების მანერით და მაშუქის გამოყენებით არის ცნიბილი. უნდა ითქვას, რომ ვარსკვლავებს ის ძალიან უყვართ. ჯონი მათ ფოტოებს ქუჩებში, კლუბებში, პირად წვეულებებზე და გალა ღონისძიებებზე უღებს. იგი პირველი აფრო-ლათინური წარმოშობის ფოტოგრაფია, ვინც Grammy Awards-ის ცერემონიაზე და აკადემიის შვილობილი ორგანიზაციის Black Music Collective-ისგან დაჯილდოვდა. გახდე Grammy Awards-ის ოფიციალური ფოტოგრაფი, ნიშნავს გაარღვიო საზღვრები, რაც ჯონ ნუნიესისთვის გვირგვინის დადგმის ტოლფასია. „ჩვენ ამ სივრცეს ვეკუთვნით, ჩვენ ვქმნით მუსიკალურ ფორმებს და გვჭირდება ამ მომენტების დაფიქსირება. მეც ამ სივრცის ნაწილად მოვიაზრები და ეს ძალიან მახარებს, რადგან აქ მშვენივრად ვგრძნობ თავს, რადგან აქ მიმდინარე მოვლენებს ფოტოებით აღვბეჭდავ.“ – ამბობს ფოტოგრაფი.
ჯონ ნუნიესი დიდი ხანია რაც Getty Images-თან თანამშრომლობს. მან წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს უამრავი ვარსკვლავი და ცნობილი სახე დააკავშირა. „ბევრს გავუხსენი გზა კარიერისკენ. მე საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან ვარ, სხვა ოჯახმა მიშვილა, ჩემი დედობილი Avon-ის პროდუქციას ჰყიდდა და მას ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების საოცარი უნარი ჰქონდა. იგი სამეზობლოში ერთმანეთს აცნობდა ადამიანებს, ვისაც ყოველ დღიური საარსებო წყარო სჭირდებოდათ. ამან მთავარი რამ მასწავლა, რომ შენი სანაცნობო წრე შენი მთავარი ღირებულებაა.“ – ამბობს ჯონ ნუნიესი ოჯახის შესახებ.
ჯონ ნუნიესისთვის ჯილდოს მიღება დიდი სიხარულია, მაგრამ მისთვის ნამდვილი ჯილდო ისაა, როდესაც მის უკან მდგომ ფოტოგრაფებს გზას უხსნის. „ფოტოგრაფებს უბრალოდ მინდა ვუთხრა, ვინც ჩემს უკან დგას, მიიღეთ მეტი გამოცდილება და შემდეგ ყველგან ხელი მიგიწვდებათ. ეს ჩემი მისიაა, რათა მომავალ თაობას გზა გავუხსნა.“
ჯონ ნუნიესის ობიექტივი ისეთ მომენტს აფიქსირებს, ყველას რომ უნდა იქ მოხვედრა, თუმცა, იგი ამას ისე იღებს, რომ მნახველს იმის შეგრძნებას უქმნის თითქოს ისიც იქ იყო.
ნასმა (Nas) ორმოცი წლის იუბილე ნიუ-იორკში, ჰენესის ბოთლით ხელში აღნიშნა, 2013 წელი.
ნასმა (Nas) ორმოცი წლის იუბილე ნიუ-იორკში, ჰენესის ბოთლით ხელში აღნიშნა,რეპერ, ნიპსი ჰასლეს ბოლო პერფორმანსი Irving Plaza, ნიუ-იორკი, 2018 წელი 2013 წელი.
ჯერმეინ დუპრი (მარცხნივ) და აშერი ვერსაჩეს სასახლეში, მაიამი, 2005 წელი, როდესაც დუპრიმ სტუმრებს მიმართა: „დასაკარგი არაფერი გაქვთ. უბრალოდ აუზში გადახტით.”
მარცხნიდან: რასელ სიმონსი, სტივ სტოუტი, Jay-Z და შონ Diddy, Diddy-ის თეთრ წვეულებაზე. ჰემპტონი, ნიუ-იორკი, 2007 წელი.
ბიონსე – True Star-ის სუნამოს პრეზენტაციაზე, ნიუ-იორკი, 2004 წელი.
მარცხნიდან, ლუდაკრისი, André 3000 (უკან მისი შვილი), Chevy P და იანგ ჯიზი Vibe Music Festival-ის კულისებში. ატლანტა, 2005 წელი.
მარცხნიდან, პატი ლაბელი, DJ Clue, მერაია კერი და ელ ეი რიდი მერაია კერის წვეულებაზე – We Belong Together. ნიუ-იორკი, 2005 წელი.
მარცხნიდან: MJG, რიანა და 8Ball მაიამის ზაფხულის ფესტივალზე კულისებში, 2005 წელი.
Questlove – ჰიპ-ჰოპის შესრულების დროს, Brooklyn Bowl-ში, 2013 წელი
მარცხნიდან: სნუპ დოგი, დოქტორ დრი და კვინსი ჯონსი, Vibe Awards-ზე, ლოს-ანჯელესი, 2004 წელი.
Childish Gambino – კულისებში Cipha Sounds-ის ჰიპ-ჰოპ შოუზე, თეატრ UCB-ში. ნიუ-იორკი, 2013 წელი.
მარცხნიდან: DJ Khaled, Fat Joe და Da Brat – ტრინას ეგზოტიკურ დაბადების დღეზე, მაიამი, 2004 წელი.
არეტა ფრანკლინი და შონ Diddy თეთრ წვეულებაზე, ბრიჯჰემპტონი, ნიუ-იორკი, 2004 წელი.