Adidas დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს მას შემდეგ, რაც ყოფილმა თანამშრომლებმა კანიე უესთი შეუფერებელ ქმედებებში დაადანაშაულეს

ანონიმურ წერილში გამოთქმული ბრალდებების მიხედვით, Adidas-მა შექმნილი გარემოებების შესახებ იცოდა, თუმცა თანამშრომლები არ დაიცვა.
კანიე უესტი. 2016 წლის 28 ივნისი, ჰოლივუდი. ფოტო:ჯონათან ლეიბსონი
კანიე უესტი. 2016 წლის 28 ივნისი, ჰოლივუდი. ფოტო:ჯონათან ლეიბსონი

Adidas-ის განცხადებით, კომპანია შიდა გამოძიებას აწარმოებს მას შემდეგ, რაც კანიე უესთი არასათანადო სამუშაო გარემოს შექმნაში დაადანაშაულეს. საუბარია პერიოდზე, როცა კანიე, რომლის ამჟამინდელი სასცენო სახელია YE,  Adidas-თან ერთად თავისი ბრენდის, Yeezy-ის ხაზზე მუშაობდა. უესთის ქმედებების შესახებ ინფორმაცია რეპერის ყოფილმა თანამშრომლებმა ანონიმური წერილის მეშვეობით გაავრცელეს. მათ განაცხადეს, რომ სპორტული ტანისამოსის და ფეხსაცმელების მწარმოებელი გერმანული კომპანია შექმნილ გარემოებებზე თვალს ხუჭავდა. 

ერთი თვის წინ, Adidas-მა YE-სთან თანამშრომლობა ოფიციალურად გაწყვიტა. საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის  მიზეზი, უესთის მიერ გავრცელებული არაეთიკური და ანტისემიტური განცხადებები იყო. ამის გამო, Adidas-ის მსგავსად, რეპერთან პროექტების გაგრძელებაზე არაერთმა ბრენდმა თქვა უარი.  შედეგად კანიე უესთმა 250 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა. YE ასევე დაბლოკა ტვიტერმა და ინსტაგრამმა, თუმცა ტვიტერის ანგარიში სოციალური ქსელის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა უესთს კვლავ აღუდგინა. 

22 ნოემბერს, Rolling Stone-მა Adidas-ის თანამშრომლებთან კანიე უესთის დამოკიდებულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. როგორც სტატიაში იყო მითითებული, ჟურნალის წარმომადგენლები Adidas-ისა და Yeezy-ის ოცზე მეტ დასაქმებულს გაესაუბრნენ. Rolling Stone-მა ასევე მიიღო Yeezy-ის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის წერილი, რომელიც მათ კომპანია Adidas-ს გაუგზავნეს. წერილის მიხედვით, Ye-მ ტოქსიკური სამუშაო გარემო შექმნა. ის თანამშრომლებს, სამუშაო შეხვედრების დროს, სექსუალური კონტექსტის ფოტოებსა და ვიდეოებს აჩვენებდა, გამოთქვამდა შეუფერებელ კომენტარებს და აბულინგებდა თანაგუნდელებს. წერილში გამოთქმული ბრალდებების მიხედვით, Adidas-მა შექმნილი გარემოებების შესახებ იცოდა, თუმცა თანამშრომლები არ დაიცვა. 

„ჯერჯერობით უცნობია, ანონიმურ წერილში დასახელებული ბრალდებები მართალია, თუ – არა. მიუხედავად ამისა, ამ ბრალდებებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და გადავწყვიტეთ, გამოძიება დავიწყოთ“ – განაცხადა Adidas-ის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, კლაუდია ლენმა. 

Adidas-ის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კანიე უესთთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება. კლაუდია ლენის თქმით, Adidas გმობს და ემიჯნება სიძულვილის ენას და არაეთიკურ ქმედებებს. 

რაც შეეხება კანიე უესთის პოზიციას, მის ოფიციალურ წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსე - ფოტო: მეზონ პული

2022 წლის Soul Train Awards-ზე ბიონსემ დიდი გამარჯვება მოიპოვა

შემდეგი სტატია

მომღერალი გილერმო ნოვალისი, ჯგუფი La Mosca. ფოტო ენტონი კაო

ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი სიმღერის რეალური ისტორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
Drake - Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი Simone Joyner/Getty Images

Drake-მა 2026 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ დღეში Spotify-ზე ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტის, ალბომისა და სიმღერის სტატუსი მოიპოვა

ამ რეკორდების მფლობელი Drake-ის ახალი ალბომი Iceman და სიმღერა Make Them Cry გახდა, რომლებმაც პლატფორმაზე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს.
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

Drake-ის ალბომი Iceman ოფიციალურად მალე გამოვა –  ნახეთ რელიზის თარიღი

სტრიმერმა Kishka-მ ტორონტოში Iceman-ის ინსტალაციის თავზე განთავსებული ჟურნალი აღმოაჩინა, სადაც პროექტის გამოსვლის თარიღი იყო მითითებული.
მეტი