2023 წლის  Bud Light Super Bowl Music ფესტივალზე მთავარი გამომსვლელებად Paramore, Imagine Dragons და Kane Brown წარდგებიან

ღონისძიება არიზონაში, ქალაქ ფინიქსში, Footprint Center-ში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
Paramore ფოტო: Elke
Paramore ფოტო: Elke

2023 წლის Bud Light Super Bowl Music ფესტივალზე გამომსვლელ ვარსკვლავთა შემადგენლობა სამშაბათს, 29 ნოემბერს გახდა ცნობილი.

ფესტივალი  არიზონაში, Footprint Center-ში გაიმართება. გახსნის დღეს, ცხრა თებერვალს, პოპ-პანკ-ჯგუფი Paramore სცენაზე სპეციალურ სტუმართან ერთად წარდგება. ათ თებერვალს კი, დეივ მეთიუს ბენდი DJ Pee-სთან ერთად გამოვა. სამ დღიანი მუსიკალური ფესტივალი, შაბათს, თერთმეტ თებერვალს Imagine Dragons-ისა და Kane Brown-ის კონცერტით დასრულდება. 

„მუსიკა და ფეხბურთი Bud Light-ის დნმ-ის ნაწილია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ Bud Light Super Bowl Music  ფესტივალს არიზონას შტატის დედაქალაქი ფინიქსი მასპინძლობს. წელს, ფესტივალზე, მსმენელის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ვარსკვლავები წარდგებიან, ასე რომ იმედი გვაქვს, გულშემატკივარი უკმაყოფილო არ დარჩება.“ – განაცხადა ლეინ ჯოისმა, Bud Light -ის მარკეტინგის დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯონ ბატისტი თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამზე იმღერებს

შემდეგი სტატია

Fleetwood Mac-ის კრისტინ მაკვი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“  ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი