ადამიანი, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელს ესროლა, 21 წლით დააპატიმრეს

ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი სასამართლოს წინაშე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარდგა.
ლედი გაგა გრემის მე-60 დაჯილდოებაზე
Jamie McCarthy/GI

ადამიანს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელს ესროლა და მისი ფრანგული ბულდოგები მოიპარა, 21 წლით პატიმრობა მიესაჯა.

როგორც უწყებაში ამბობენ, ლედი გაგასთან მისი კავშირი დამთხვევა იყო. დანაშაულის მოტივი მხოლოდ ფრანგული ბულდოგების მოპარვა იყო, რომელთა ღირებულებაც ათასობით დოლარს შეადგენს. დეტექტივი მიიჩნევს, რომ ქურდმა არ იცოდა, რომ ისინი მომღერალს ეკუთვნოდა. 

ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონთან ერთად დააკავეს მისი ორი თანამზრახველიც.  

პროკურორი განმარტავს, რომ დამნაშავეები ქალაქის ქუჩებში ფრანგულ ბულდოგებზე „ნადირობდნენ”. ამ დროს მათ ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი, რაიან ფიშერი დაინახეს, რომელიც მომღერლის 3 ძაღლს ასეირნებდა. ძარცვის დროს ჯექსონმა ფიშერს ესროლა და 2 ძაღლი წაიყვანა. იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ ყვიროდა გამსეირნებელი: „მესროლეს! მიშველეთ!” როგორც ის შემდგომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, ძალიან ახლოს იყო სიკვდილთან. 

მოპარული ძაღლები რამდენიმე დღის შემდეგ დააბრუნა ქალმა, რომელიც ასევე ბრალდებულ იქნა დანაშაულში.

ლედი გაგას წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Fight or Flight Response – ჯგუფმა The Black Marrows ახალი სიმღერა და მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

Beyoncé-მ ფანების მონაწილეობით ახალი კლიპი გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი