ილონ მასკი ამბობს, რომ ტვიტერის დირექტორი იქამდე იქნება, სანამ მისი შემცვლელს არ იპოვის. ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისსავე შექმნილ გამოკითხვაში თანამდებობის დატოვება მილიონობით მომხმარებელმა სთხოვა. მასკი მათ დაჰპირდა, რომ გამოკითხვის შედეგს დაემორჩილებოდა.
„თანამდებობიდან მაშინვე გადავდგები, როცა ვინმე იმდენად სულელს ვიპოვი, რომ ამ სამსახურს დასთანხმდეს“. – დაწერა მასკმა.
მას შემდეგ, რაც ილონ მასკი ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, პლატფორმაზე უამრავი ახალი წესი გავრცელდა, რომელთა უმეტესობაც ისევ გაუქმდა ან გასაჯაროებიდან ძალიან მალე შეიცვალა. მისმა ქმედებებმა რეკლამის დამკვეთები და მომხმარებლები გააღიზიანა. მასკის წინააღმდეგ ამხედრდნენ ტესლას ინვესტორებიც. ისინი წუხან, რომ მილიარდერი ტვიტერს ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს.
ილონ მასკმა თავადაც კარგად იცის, თუ როგორი რთულია იმ ადამიანის პოვნა, ვინც ტვიტერს უხელმძღვანელებს. გამომწერებთან საუბარში მან იხუმრა, რომ მის პოტენციურ შემცვლელს „ტანჯვა უნდა მოსწონდეს”, რათა ისეთი კომპანია მართოს, რომელიც გაკოტრების გზას ადგას.
„ისეთს არავის უნდა ეს სამსახური, ტვიტერი რომ აცოცხლოს. მემკვიდრე არ არსებობს,” – დაწერა მასკმა.
როგორც ჩანს, მასკი ტვიტერზე ძალაუფლებას კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნებს. თანამდებობაზე მოსვლისთანავე მან თანამშრომლების ნახევარი სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ შორის ტვიტერის დირექტორთა საბჭოც.