მაილი საირუსმა ახალ სინგლი  – Flowers საახალწლო წვეულებაზე დააანონსა

სუპერვარსკვლავის ახალი სინგლი Flowers – ცამეტ იანვარს გამოვა.
მაილი საირუსი - ფოტო: ვიჯატ მოჰინდრა
მაილი საირუსი – ფოტო: ვიჯატ მოჰინდრა

მაილი  საირუსი წელს საახალწლო წვეულებას დოლი პატრონთან ერთად უძღვებოდა, რომელიც NBC-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სუპერვარსკვლავმა ახალი სინგლის Flowers-ის გამოსვლა დააანონსა, რომელიც ცამეტ  იანვარს გამოქვეყნდება.

ახალი სინგლის ჩვიდმეტ წამიან პირველ ვიდეო-თიზერში, მაილი საირუსი მეტალის, ოქროსფერ სამოსშია გამოწყობილი და აღმართზე ადის, მოგვიანებით კი მეორე ვიდეო თიზერიც აჩვენეს, სადაც მომღერალს საცურაო კოსტიუმი აცვია.

მაილი საირუსი არა მხოლოდ ახალ წელს აღნიშნავდა, არამედ მომავალი „ახალი მაილის“ ეპოქის დასაწყისიც ამცნო საზოგადოებას. სპეციალურ ეთერში, რამდენიმე სტუმარიც მონაწილეობდა, მათ შორის დეივიდ ბირნი, Latto, Sia, რაე სრემურდი, ფლეტჩერი და სხვები.  

მაილი საირუსმა და დოლი პატრონმა ახალი წლის საღამო Wrecking Ball და I Will Always Love You –  სიმღერებით გახსნეს.

ნახეთ, მაილი საირუსის ახალი სინგლის ვიდეო-თიზერები ვებ-გვერდზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სცენის მიღმა მოღვაწე პროფესიონალები, რომლებიც მუსიკალურმა ინდუსტრიამ 2022 წელს დაკარგა

შემდეგი სტატია

შუშა პელეს ოჯახს ემოციურ შეტყობინებას უგზავნის: „დაე, მისი დაკარგვის ტკივილი კარგ მოგონებებში გადაიზარდოს”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი