ოზი ოზბორნი ტურნეს ხერხემლის დაზიანების გამო ვეღარ გააგრძელებს

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ტურნეს დღეები ასე დასრულდებოდა“.
ოზი ოზბორნი ფოტო: როს ჰალიფი
ოზი ოზბორნი ფოტო: როს ჰალიფი

ოზი ოზბორნი იძულებულია ტრავმის გამო ტურნე შეაჩეროს. მიუხედავად იმისა რომ არტისტს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩატარებული აქვს, იგი ფიზიკურად თავს შეუძლოდ გრძნობს.

„ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ არის რაც კი ჩემი ერთგული თაყვანისმცემლებისთვის მითქვამს. ოთხი წლის წინ ავარიაში მოვყევი და ხერხემალი დამიზიანდა“. – წერს მუსიკოსი სოციალურ მედიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ოზბორნმა სამი ოპერაცია ჩაიტარა, გაიარა უახლესი პროცედურები და ხანგრძლივი თერაპია ოზი ოზბორნის თქმით ის ფიზიკურად თავს შეუძლოდ გრძნობს და ევროპის და დიდი ბრიტანეთის ტურნეს ვერ დაასრულებს. „როგორც აღმოჩნდა მგზავრობას ვეღარ გავუმკლავდები“ – აღნიშნა მუსიკოსმა.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ტურნეს დღეები ასე დასრულდებოდა. ამჟამად ჩემი გუნდი მუშაობს იდეებზე, თუ სად შეიძლება ჩატარდეს კონცერტი ჩემი მოგზაურობის გარეშე.“

ლეგენდარული ჯგუფის Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოზბორნი სამოცდათოთხმეტი წლის არის.

ნახეთ ოზი ოზბორნის განცხადება სრულად:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში

შემდეგი სტატია

მერლინ მენსონს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სასამართლოში უჩივიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი