ბაკურიანი 2023 –  მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა

Მასშტაბური სპორტული მოვლენის წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.


16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ბაკურიანი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში პირველად იმართება. მასშტაბური სპორტული მოვლენის წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“. „სილქნეტთან“ ერთად, ჩემპიონატის მხარდამჭერები არიას „თი ბი სი“ და „საქართველოს სათხილამურო ფედერაცია“.  ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო  სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით იმართება და მასში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. წარმოდგენილ ქვეყნებს შორის არიან: ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა, შეერთებული შტატები, ნიდერლანდები, ავსტრალია და სხვა. 

18 თებერვალს, მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში სანახაობრივი ღონისძიებით გაიხსნა. გახსნაზე საზოგადოებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიმართა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მსგავსი მნიშვნელობის სპორტული ღონისძიების საქართველოში ჩატარება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან, ჩვენი ქვეყნისათვის გამოცხადებული დიდი ნდობაა.

მივესალმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებს, სპორტსმენებს, ქართველ სპორტსმენებსა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ფედერაციას. იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად დახვედროდა ამ მასშტაბის ღონისიებას, არაერთმა უწყებამ,  მთავრობამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საოცარი გუნდურობით იმუშავა. Ეს არ არის მხოლოდ პოსრტული მოვლენა, შეჯიბრი და დღევანდელი ზეიმი – ამის უკან ბაკურიანისა და საქართველოსათვის უდიდესი ინფრასტრუქტურული განვითარება დგას.“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა. – „მინდა სპეციალირი მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავრობას, პრემიერ მოინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციას და რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მთავარ სპონსორსა და წარმდგენს – „სილქნეტს.“ 

საზეიმო გახსნაზე აუდიტორიის წინაშე წარდგა Silknet-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი:

ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. Ბედნიერი ვარ, რომ მხვდა წილად პატივი დღეს თქვენთან ერთად ვიყო, სიტყვით მოგმართოთ და მოგილოცოთ ჩემიონატის დაწყება. ეს ყველა ჩვენგანის დიდი ძალისხმების შდეგია. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო  საერთაშორისო  სათხილამურო ფედერაციას, რომ ასეთი ნდობა გამოგვიცხადა. ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, რომელმაც ჩვენი ინიციატივა გაიზიარა და უპრეცედენტო ინვესტივია გაიღო ბაკურიანში შესაბამისი ინფრასტრუქტუირის შესაქმნელად. ჩემპიონატის ჩვენ ქვეყანაში ჩატარება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილია. ამგვარი პოზიტიური საქმით, ორი კვირის განმავლობაში ჩვებ მსოფლიო ყურადღენის ცენტრში ვიქნებით. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობის ყველა წევრს, ასევე მინდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადო და  ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლობაში ჩართული იყო პროექტში

სცენაზე ასევე  სიტყვით წარდგნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საერთაშორისო  სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენედარული მდოვნის მოადგილე  ნიკლას კარსოლნი. როგორც ნიკლას კარსონმა აღნიშნა, ფედერაცია მოხარულია, რომ ეს დიდი სპორტული მოვლენა საქართველოში იმართება და მადლობა გადაუხადა საორგანიზაციო გუნდს გაწეული სამუშაოსათვის. 

Გახსნის ღონიოსძიება  მუსიკალურ და შოუს ელემენტებს აერთიანებდა. Სცენაზე წარდგნენ:  ქართული ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების მოცეკვავეები, ანსამბლი ბასიანი.

საღამო ბექა  გოჩიაშვილმა დახურა, რომელსაც აკომპანირებას ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე უწევდნენ

ჩემთვის, როგორც მუსიკოსისათვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. მსოფლიო ჩემპიონატი მასშტაბური მოვლენაა და უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებაში, მის გლობალიზაციაში და მომავალი თაობების უკეთეს მომავალში. სპეციალურად ღონისძიებისათვის ვიმუშავე ხორუმზე, რომელიც მუსიკალურად ჩემი აწყობილია. ასევე, მინდა აღვნიშნო დიტო საკანდელიძე, რომელიც დოლზე უკრავს.“ – აღნიშნა ბექა გოჩიაშვილმა Billboard საქართველოსთან საუბრისას. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩემპიონატი,  5 მარტს დასრულდება. მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, შვიდასამდე ათლეტი შვიდ სხვადასხვა დისციპლინაში იასპარეზებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„რა დროს კლასიკური მუსიკაა” – გიორგი გიგაშვილის კლასიკური მუსიკის კონცერტი

შემდეგი სტატია

P!nk-მა მეცხრე ალბომი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი