მსოფლიოში უდიდეს ტურისტული გამოფენა, ITB Berlin საქართველომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახსნა

ფორუმის გახსნას თავად ITB Berlin-ის ორგანიზატორებიც გამოეხმაურნენ. ITB Berlin-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოსტი განთავსდა, რომელმაც საქართველოს მიერ წარმოდგენილი პროგრამა დადებითად შეაფასა

ბერლინში მსოფლიოში უდიდეს ტურისტული გამოფენა, ITB Berlin გაიხსნა. 2023 წელს საქართველო ITB Berlin -ის  გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსს ატარებს.  ტრუიზმის სექტორის მასშტაბურ ფორუმს 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასამდე სტუმარი ესწრება. „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – სწორედ ეს არის ITB Berlin-ის სლოგანი და მასში  ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის სექტორიდან ათეულობით ქართული კომპანია მონაწილეობს. 

გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გალა კონცერტი გაიმართა, რომელზეც საქართველომ  აუდიტორიას ქვეყნის კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური, ელექტრონული მუსიკა და ქართული ნაციონალური ბალეტი წარუდგინა. კონცერტმა არაერთი ცნობილი ქართველი მუსიკოსი და ხელოვანი გაერთიანა. 

ფორუმის გახსნას თავად  ITB Berlin-ის ორგანიზატორებიც გამოეხმაურნენ. ITB Berlin-ის ოფიციალურ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განთავსდა, რომელმაც საქართველოს მიერ წარმოდგენილი პროგრამა დადებითად  შეაფასა:

უსაზღვრო ქართული კულტურა – მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე – შთამბეჭდავი მოგზაურობაა კავკასიის ქვეყნის კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაში! ეთნო ჯაზი, ელექტრონული ჰანგები, კლასიკური და ტრადიციული მუსიკა, სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტი, რუსთავის ანსამბლის ტრადიციული ქართული მრავალხმიანობა და მრავალი სხვა. აღფრთოვანებული  ვართ!“ – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ პოსტში. 

ტურისტული გამოფენა, ITB Berlin 9 მარტს დაიხურება. 

ნახეთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომლითაც ITB Berlin საქართველოს მიერ წარმოდგენილ პროგრამას გამოეხმაურა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკი მინაჟმა ხმისჩამწერი ლეიბლი დააფუძნა

შემდეგი სტატია

2023 წლის ოსკარის მემორიალურ ნაწილში ლენი კრავიცი იმღერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი