ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრიტანელმა მომღერალმა შარლოტ ეიტჩისონმა, ფსევდონიმით Charli XCX, რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი Crash გამოუშვა. 12 კომპოზიციისგან შემდგარი ნამუშევარი ახლახან გამოქვეყნებულ სინგლს Baby, ასევე, ნაწყვეტებად გავრცელებული სიმღერების Good Ones, New Shapes და Beg For You სრულ ვერსიებს მოიცავს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩარლიმ ლაივ ჩანაწერი და დიჯეი მიქსები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მისი წინა, 2020 წლის ალბომი How I’m Feeling Now მომღერალმა, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პირობებში, ერთ თვეში შექმნა. ნამუშევარი Brit Awards-სა და მერკურის პრიზზე იყო ნომინირებული.
ჩარლიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. მას დღემდე ოთხი სტუდიური ალბომი: True Romance, Sucker, Charli და How I’m Feeling Now აქვს გამოშვებული. ბრიტანული ჩარტის UK Singles Chart სათავეში მისი 11 სინგლია მოხვედრილი.