ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მაილი საირუსი ჩილეში ფესტივალ Lollapalooza-ს ფარგლებში გამართული კონცერტის დასრულების შემდეგ თაყვანისმცემლებს შეხვდა. “ძალიან მიხარია. თქვენ ჩემთვის ყველაფერი ხართ”, – მიმართა მან ფანებს, რომლებიც საყვარელ შემსრულებელს ოთახში ელოდნენ.
I’ve known you all longer than almost any friend I have ….. you are my best friends…. We’ve grown up together and I love you…. ❤️ https://t.co/RfXdHH1dlQ
— Miley Cyrus (@MileyCyrus) March 22, 2022
მაილი საირუსმა სახელი ბავშვობაში დისნეის სერიალ “ჰანა მონტანაში” მონაწილეობით გაითქვა. თუმცა, ზრდასრულ ასაკში სამსახიობო კარიერას მუსიკალური მოღვაწეობა არჩია. მისი დისკოგრაფია 7 სტუდიურ ალბომს ითვლის, რომელთაგან ხუთი Billboard 200-ის ტოპ ხუთეულში მოხვდა. მაილი ერთადერთი ქალი მომღერალია, რომელმაც 21-ე საუკუნეში მსგავს წარმატებას მიაღწია. შემსრულებელი ძირითადად პოპ მუსიკას ქმნის, თუმცა, ბოლო პერიოდში როკ კომპოზიციებსაც ხშირად ასრულებს. კარიერის განმავლობაში არტისტმა 23 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა.