DJ Khaled-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ფოტო: Kevin Winter/GI

ცნობილ ამერიკელ არტისტსა და პროდიუსერს, მაიამელ DJ Khaled-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ცერემონიას არაერთი მუსიკოსი დაესწრო, მათ შორის Jay-Z, Diddy, Fat Joe და ტიანა ტეილორი. 

“სწორედ მან გადამიყვანა ნიუ იორკიდან მაიამიში. ქალიდის ხსენებისას ფიქრობ სიყვარულზე. ესაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქ ამ მასშტაბის შემსრულებლები მოვიდნენ”, – აღნიშნა რეპერმა და წამყვანმა, ფეთ ჯომ 46 წლის ქალიდზე საუბრისას.

დიდიმ კი არტისტს მიმართა: 

“შენ ხარ პიონერი და ბრწყინვალე ბიზნესმენი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი საუკეთესო მეგობარი ხარ. შენი ენერგია და სამუშაო ეთიკა შეუდარებელია”.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე სამადლობელი სიტყვით გამოვიდა თავად დიჯეი ქალიდიც:

“მე არ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, განსხვავებული ვარ. არსებობს მხოლოდ ერთი ქალიდი. მსურს, რომ ჩემი ვარსკვლავი ასხივებდეს სიყვარულს. როდესაც ბნელ ოთახში შევდივარ, შემაქვს სინათლე. სინათლეში კი შემაქვს უფრო კაშკაშა სინათლე. მინდა, ამ ვარსკვლავის შუქი ყველას ვუწილადო, ეს სამუდამოა და ყველასთვისაა”.

ეს რიგით 2719-ე ვარსკვლავია, რომელიც ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა. ქალიდს ცერემონიაზე ღია ნარინჯისფერი კოსტიუმი და ფეხსაცმელი ეცვა. კამერების წინ კი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად პოზირებდა.

წარმოშობით პალესტინელმა დიჯეი ქალიდმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. მან პოპულარობა სადებიუტო ალბომით Listennn… The Album მოიპოვა. ქალიდს ისეთ სუპერვარსკვლავებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, რიანა, დრეიქი, ლილ უეინი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, ჯასტინ ბიბერი და სხვები. დღეისთვის მაიამელი პროდიუსერის დისკოგრაფია 12 სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს, მათ შორის სამი: Major Key, Grateful და Khaled Khaled ბილბორდის ალბომების ჩარტის სათავეში მოხვდა. მისმა 2019 წლის კომპოზიციამ Higher საუკეთესო რეპ შესრულების ნომინაციაში გრემის ჯილდო დაიმსახურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Post Malone-ის ახალი ალბომი, სავარაუდოდ, მაისში გამოვა

შემდეგი სტატია

Anitta სამენოვან ალბომს Versions of Me ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტს ყოფილმა თანამშრომლებმა დისკრიმინაციისა და შევიწროების ბრალდებით უჩივლეს

არასრულწლოვანი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ პორნოგრაფიულ მასალასთან შეხება უწევდათ.
მეტი