ცნობილმა პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ს ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke ამერიკული პოპ როკ ბენდის, Jonas Brothers-ისა და პროდიუსერ Marshmello-ს 2021 წლის კომპოზიცია Leave Before You Love Me შეასრულა.
• ნახეთ: კელი კლარკსონი ABBA-ს ჰიტს Dancing Queen ასრულებს
სიმღერა გამოსვლისთანავე ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ ოცეულში მოხვდა. ეს პოპ კოლექტივის 24-ე ნამუშევარი აღმოჩნდა, რომელსაც ხსენებულ ჩარტში ერგო ადგილი.
კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.