კანადელი მომღერალი, ჯასტინ ბიბერი მიმდინარე კვირაში უკვე მეორე კომპოზიციას სახელწოდებით Honest ავრცელებს, რომელშიც არენბი არტისტი, დონ თოლივერი მონაწილეობს. ტრეკის ვიდეორგოლზე წინა კლიპის I Feel Funny მსგავსად, რეჟისორმა ქოულ ბენეთმა იმუშავა.
• ნახეთ: ჯასტინ ბიბერი ახალ კომპოზიციას I Feel Funny ავრცელებს
ჯასტინი ახალ ნამუშევარზე სასაუბროდ რადიოსადგურის Apple Music 1 გადაცემას New Music Daily ესტუმრა. წამყვან ებრო დარდენთან ინტერვიუში, მან გაამხილა, რომ კომპოზიციის Honest დაწერაში იამაიკელ-ამერიკელი რეპერი, სონგრაითერი და პროდიუსერი BEAM დაეხმარა.
“ბიმი დამეხმარა ახალი სიმღერის შექმნაში. მისი რიტმები სიგიჟეა, მე მიყვარს მათთან ექსპერიმენტები. დრამერიც ვარ, ამიტომაც ჩემთვის ამ რიტმებთან ექსპერიმენტები ძალზე სახალისოა. რაც შეეხება თოლივერს, უბრალოდ, მიყვარს მისი მელოდიები, გულწრფელად გიჟურია. მისი მუსიკის ჰარმონიულობა გასაოცარია. მისი ნამდვილი ფანი ვარ, ის უნიკალურია “, – აღნიშნა მომღერალმა.