ნახეთ: BTS კრებულის Proof ტრეკლისტს აქვეყნებს

ფოტო: Big Hit Music

სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS დაანონსებული კრებულის Proof ტრეკლისტს აქვეყნებს. ეს კომპოზიციები სამი კომპაქტ დისკიდან ორზე იქნება წარმოდგენილი. პირველ მათგანზე იქნება ბილბორდის ცხელი ასეულის ჰიტები, მათ შორის ჰოლზისთან ერთად ჩაწერილი Boy With Luv, DNA, ON, IDOL, Dynamite, Butter და ახალი სიმღერა Yet to Come. მეორე დისკზე კი Her, Filter, Stay, Moon და სხვა ნამუშევრები იქნება თავმოყრილი. მესამე კომპაქტ დისკის ტრეკლისტი ახლო მომავალში გავრცელდება.

ნახეთ: BTS-ის წევრები ვარჯიშის წამახალისებელ ვიდეოს ავრცელებენ

“კომპოზიციების ანთოლოგია “ბითიესის” ისტორიას მოგვითხრობს. ბიჭები 9-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კარიერის ახალ ეტაპზე გადადიან. კრებული მოიცავს სამ კომპაქტ-დისკს, რომლებზეც ბევრი ტრეკი იქნება თავმოყრილი, მათ შორის სამი ახალი სიმღერა. ნამუშევარი გვაჩვენებს ჯგუფის წევრების ფიქრებსა და იდეებს წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან”, – განაცხადა ჯგუფის ლეიბლმა Big Hit Entertainment.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cardi B-ის სთხოვეს, ორსული რიანასთვის რაიმე ერჩია

შემდეგი სტატია

ნახეთ: ქანიე ვესთი სინგლის Life of the Party კლიპს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი