“პეპსი” Super Bowl-ის სპონსორი აღარ იქნება

ფოტო: Kevin C. Cox/GI

10-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Pepsi ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის შოუს Super Bowl Halftime Show სპონსორი აღარ იქნება. ამის შესახებ კომპანია PepsiCo-სა და NFL-ის ერთობლივი განცხადებიდან გახდა ცნობილი. მათი თანამშრომლობა სხვადასხვა აქტივობით გაგრძელდება, მათ შორის “პეპსიკო” 2023 წელს სპეციალურად ლიგის მოთამაშეებისთვის განახლებულ სასმელს Gatorade გამოუშვებს.

Super Bowl-ის ბურთი Dr. Dre-ს, ემინემის და სხვების ავტოგრაფებით აუქციონზე გაიყიდება

“პეპსის” სპონსორობის პერიოდში “სუპერ ბოულის” სცენაზე ისეთი ვარსკვლავები გამოვიდნენ, როგორებიც არიან: ბიონსე, ბრუნო მარსი, კეტი პერი, ლედი გაგა, ჯასტინ ტიმბერლეიკი, Coldplay და Maroon 5. აღსანიშნავია, რომ მანვე დააფინანსა 2007 წელს ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული პრინსის საკულტო პერფორმანსი.

როგორც გამოქვეყნებულ პრესრელიზში “პეპსიმ” განაცხადა, კომპანიამ გადაწყვეტილება ბევრად უფრო ფართო სტრატეგიული გეგმის ფარგლებში მიიღო, რაც თაყვანისმცემლებისთვის მუსიკისა და გართობის უპრეცედენტო გამოცდილების შექმნას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ NFL-მა 2019 წელს ჯეი ზის კომპანია Roc Nation-თან გააფორმა კონტრაქტი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი პერფორმანსების ჩატარებაზე გახდა პასუხისმგებელი. 2020 წელს “სუპერ ბოულზე” შაკირა და ჯენიფერ ლოპესი გამოვიდნენ ჯეი ბალვინთან და ბედ ბანისთან ერთად, 2021-ში შოუ The Weeknd-მა გამართა, 2022 წელს კი  მაყურებელმა დოქტორ დრეს, სნუპ დოგის, ემინემის, მეი ჯეი ბლაიჯის, ქენდრიქ ლამარის, ანდერსონ ფექისა და 50 Cent-ის ერთობლივი პერფორმანსი იხილა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება “სუპერ ბოულის” ახალი სპონსორი. 15-წუთიანი შოუ 2023 წლის 12 თებერვალს არიზონაში, გლენდეილში მდებარე სტეიტ ფარმის სტადიონზე ჩატარდება. ასევე უცნობია, ვინ იქნება 2023 წლის შოუს ჰედლაინერი. როგორც ჩანს, ღონისძიებას Roc Nation დაგეგმავს, რადგანაც მათი და NFL-ის ხელშეკრულება კვლავ ძალაშია.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს გამართულ პერფორმანსს 103 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. მონაწილე მუსიკოსები თავიანთ ტურნეებს შოუს შემდეგ ხშირად აანონსებენ, რადგან ეს ბილეთების გაყიდვასა და სტრიმინგის მაჩვენებელზე შთამბეჭდავად ისახება. მაგალითად, დოქტორ დრესა და დანარჩენი არტისტების მოსმენები წლევანდელი შოუს წინა დღეს 121%-ით, ნამუშევრების გაყიდვები კი 775%-ით იყო გაზრდილი. ჟურნალ “ბილბორდის” 13-წლიანი ანალიზის თანახმად კი, სოლო ჰედლაინერების შემთხვევაში ეს რიცხვი ბევრად მეტია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემინემი ალბომის The Eminem Show განახლებულ ვერსიას გამოუშვებს

შემდეგი სტატია

ქრისტინა აგილერა ახალ EP-ის აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

SZA - 2024 წლის 30 ივნისს გლასტონბერის ფესტივალზე ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

SZA-ს თქმით მისი მომავალი ალბომები ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი

რეკორდ სტუდიოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეს SZA-ს ბოლო პროექტი იქნება, რომელიც სწორედ საბავშვო აუდიტორიაზე გათვლილ მოთხოვნებს ითვალისწინებდა.
მეტი

2024 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის დაბრუნება – ჰოზიერი

მას შემდეგ, რაც დეკადით ადრე სენსაციური ჰიტი გამოსცა, ირლანდიელი ავტორ-შემსრულებელი რეალურად არც არსად წასულა. პირიქით, ის განვითარებას განაგრძობდა და 2024 წელს მყარად დაბრუნდა მეინსტრიმის ცენტრში.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი