მოუსმინეთ: ფოსთ მელოუნმა ახალი ალბომი Twelve Carat Toothache გამოუშვა

ფოტო: Republic Records

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ფოსთ მელოუნმა რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი Twelve Carat Toothache გამოუშვა. მასში 14 კომპოზიციაა წარმოდგენილი, მათ შორის უიქენდთან ერთად ჩაწერილი One Right Now, როდი რიჩთან თანამშრომლობით შექმნილი Cooped Up, განას მონაწილეობით გამოშვებული I Cannot Be (A Sadder Song), დოჟა ქეთისა და მისი კოლაბორაციული ნამუშევარი I Like You (A Happier Song), მოწვეული არტისტების რანგში სტუდიურ ალბომში აგრეთვე შეხვდებით ქიდ ლაროისა და ბენდს Fleet Foxes.

“ჩანაწერი ბიპოლარობასა და იმაზეა, რომ ყველაფერს აქვს ორი მხარე. ვფიქრობ, ეს იქნება ჩემი ყველაზე გულწრფელი ალბომი, აქამდე რაც კი გამომიშვია და ერთი სული მაქვს, ხალხი როდის მოისმენს მას. თითოეული სიმღერა თავის ისტორიას გვიყვება”, – აღნიშნა არტისტმა Apple Music 1-ის ეთერში, ჟურნალისტ ზეინ ლოუისთან ინტერვიუში ალბომის გამოშვებამდე.

ოსტინ რიჩარდ პოსტმა მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ფსევდონიმი Post Malone მას რეპერის სახელის ონლაინ გენერატორმა შესთავაზა. არტისტისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა 2015 წლის ჰიტი White Iverson, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ მან გავლენიან ლეიბლ Republic Records-თან გააფორმა კონტრაქტი. 2016 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Stoney გამოუშვა, რომელშიც ბრილიანტის სტატუსის მქონე სინგლი Congratulations შევიდა. ფოსთის მომდევნო ორმა სტუდიურმა ჩანაწერმა Beerbongs & Bentleys და Hollywood’s Bleeding ჩარტ Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიმსახურა. არტისტს დღემდე მსოფლიოში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი შემოქმედება პოპის, ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: დოჟა ქეთი ფილმის Elvis საუნდტრეკს Vegas ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: Megan Thee Stallion კლიპს Plan B ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

SZA - 2024 წლის 30 ივნისს გლასტონბერის ფესტივალზე ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

SZA-ს თქმით მისი მომავალი ალბომები ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი

რეკორდ სტუდიოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეს SZA-ს ბოლო პროექტი იქნება, რომელიც სწორედ საბავშვო აუდიტორიაზე გათვლილ მოთხოვნებს ითვალისწინებდა.
მეტი

2024 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის დაბრუნება – ჰოზიერი

მას შემდეგ, რაც დეკადით ადრე სენსაციური ჰიტი გამოსცა, ირლანდიელი ავტორ-შემსრულებელი რეალურად არც არსად წასულა. პირიქით, ის განვითარებას განაგრძობდა და 2024 წელს მყარად დაბრუნდა მეინსტრიმის ცენტრში.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი