Coachella-ს ორიგანიზატორი კომპანიის Goldenvoice ინფორმაციით, ფესტივალი ქალაქ ინდიოს 2023 წლის 14-16 და 21-23 აპრილს დაუბრუნდება. ბილეთების წინასწარ, ფასდაკლებით შესაძენად გამოქვეყნდა შესაბამისი ბმულიც.
ცნობილია, რომ ფესტივალთან მომავალ წელს კომპანია AXS ითანამშრომლებს, რომელიც შექმნის ბილეთების, სასტუმრო პაკეტებისა და VIP საშვების შესაძენ სპეციალურ პლატფორმას.
ჰედლაინერების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, 2021 წლის აგვისტოში, გამოცემა Los Angeles Times-თან ინტერვიუში, კომპანიის Goldenvoice დამფუძნებელმა, პოლ ტოლეტმა განაცხადა, რომ ფრენკ ოუშენი, რომელიც ღონისძიებაზე 2020 წელს უნდა გამოსულიყო, მსმენელთა წინაშე 2023 წელს წარდგება. აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალის სცენაზე ჰარი სტაილზი, ბილი აილიში, უიქენდი და ჯგუფი Swedish House Mafia ვიხილეთ. ამასთან, ალბომის We პრომოუშენის ფარგლებში დაუანონსებლად გამართა კონცერტი კანადურმა ბენდმა Arcade Fire.