მოუსმინეთ: ჩარლი პუტი და ჯონგუქი სინგლს Left and Right ავრცელებენ

ფოტო: კადრი კლიპის Left and Right თიზერიდან

მას შემდეგ, რაც სამხრეთკორეული ჯგუფის BTS წევრებმა განაცხადეს, რომ სოლო პროექტებზე აპირებდნენ მუშაობას, ჯონგუქმა ამერიკელი მომღერლის, ჩარლი პუტის კომპოზიციაში Left and Right მიიღო მონაწილეობა. 

ნახეთ: BTS სინგლის Yet to Come ანიმაციურ ვიდეორგოლს ავრცელებს

დუეტის განცხადებით, ახლო მომავალში სიმღერაზე გადაღებული ფერადი ვიდეორგოლი გავრცელდება. არტისტებმა კლიპის თიზერიც გამოაქვეყნეს. ეს რიგით მესამე სიმღერაა, რომელიც ჩარლიმ მიმდინარე წელს გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ მას მესამე სტუდიური ალბომი Charlie აქვს დაანონსებული. იანვარში პუტმა სინგლი Light Switch გამოსცა, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში 27-ე პოზიციაზე გავიდა. მომდევნო ტრეკი აპრილში გავრცელებული That’s Hilarious გახლდათ.

ნიუ ჯერსელმა ჩარლი პუტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის კომპოზიციებს სხვა არტისტებისთვის წერდა, 2015 წელს კი Atlantic Records-თან გააფორმა კონტრაქტი, რის შემდეგაც სადებიუტო სინგლი Marvin Gay გამოუშვა. მომდევნო ტრეკი See You Again, რომელიც თანალეიბლელ უიზ ქალიფასთან ერთად შექმნა ფილმისთვის Furious 7, ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ ადგილზე ზედიზედ 12 კვირის განმავლობაში დარჩა. მომღერალმა ალბომი Nine Track Mind 2016 წელს გამოსცა, მასში ჰიტები One Call Away და We Don’t Talk Anymore იყო წარმოდგენილი. ჩარლის მეორე ჩანაწერმა Voicenotes კი კრიტიკოსთა მოწონება და ბილბორდის ჩარტში მეოთხე ადგილი დაიმსახურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: კეისი მასგრეივსი ფილმის Elvis საუნდტრეკს ავრცელებს

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტი საუნდტრეკს Carolina ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
მეტი