2023 წლის ევროვიზიის კონკურსს დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს

გლაზგო თუ ლივერპული?

ევროვიზიის კონკურსის ჩატარება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, უკრაინის მაგივრად დიდ ბრიტანეთში გაიმართება

კონკურსის ჩატარების სურვილი შვიდმა ქალაქმა გამოთქვა, საბოლოოდ კი მხოლოდ ორი შეირჩა – პირველი, ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის მშობლიური ქალაქი ლივერპული და გლაზგო. საბოლოო გადაწყვეტილება კი სულ რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი. 

2022 წლის ევროვიზიის კონკურსში უკრაინულმა ფოლკ – რეპის ჯგუფმა Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა, მეორე ადგილი კი ბრიტანელ სემ რაიდერს ერგო.

უკრაინასა და რუსეთს შორის ომი ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია, გამომდინარე აქედან ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) განაცხადა, რომ კონკურსის მონაწილეებისთვის მისი ორგანიზებისთვის და ღონისძიების სამუშაო გუნდისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს. “2023 წლის ევროვიზია უკრაინის გამარჯვებას მიეძღვნება, რაშიც ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული“ –  აღნიშნა ფილიპ პაროლმა, რომელიც მასპინძელი ქალაქის შესარჩევი კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ.

ევროვიზიის კონკურსი 1956 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა, მისი მიზანი ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარება და ევროპის გაერთიანება იყო.  ევროვიზიის კონკურსში 40- ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მათ შორის გეოგრაფიულად არაევროპული  ქვეყნები: ისრაელი და ავსტრალია.

ორგანიზატორების მცდელობა განასხვაონ პოპ მუსიკა და პოლიტიკა ერთმანეთისგან, აკრძალონ გამოხატული პოლიტიკური სიმბოლოები და ტექსტები ხშირად წარუმატებელია, რადგან გლობალური დაძაბულობა კონკურის დროს ხშირად  თავს იჩენს. უნდა ითქვას, რომ რუსეთი წლევანდელი კონკურსიდან უკრაინაში შეჭრის გამო სიიდან ამოიღეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი

შემდეგი სტატია

კოვენტ-გარდენისა და მეტროპოლიტენ ოპერის შემდეგ მსოფლიო ტენორი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი