ფილმ Joker 2 -ში ჰარლი ქუინისი როლზე  ლედი გაგას შესაძლო დამტკიცება, მარგო რობის „ძალიან გააბედნიერებს“

„ვფიქრობ, ის საოცრებებს ჩაიდენს.“ – თქვა მარგო რობიმ, ლედი გაგას შესახებ,
ლედი გაგა 28-ე კინომსახიობთა გილდიის დაჯილოდებაზე, სანტა მონიკა, კალიფორნია, 2022 წლის 27 თებერვალი

„ვფიქრობ, ის საოცრებებს ჩაიდენს.“ – თქვა მარგო რობიმ, ლედი გაგას შესახებ, რომელმაც შესაძლოა ფილმში Joker: Folie à Deux ყოფილი ფსიქიატრის, ჰარლი ქუინის როლი შეასრულოს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ლედი გაგას ფილმში მონაწილეობა არ არის დადასტურებული, მარგო რობი მის კანდიდატურას დადებითად აფასებს.

რობიმ ბოლოს, 2021 წელს ფილმში The Suicide Squad, („თვითმკვლელთა რაზმი“) ჰარლი ქუინის როლი განასახიერა. 

„ეს ამბავი ძალიან გამახარებს, რადგან თავიდანვე აღვნიშნე, რომ ჰარლი ქუინის როლზე საუკეთესო კანდიდატი სწორედ ლედი გაგა იქნება.“ – განაცხადა რობიმ MTV News-თან ინტერვიუში.

„ჩემთვის პატივია ვიყო პირველი ჰარლი ქუინის როლის შემსრულებელი, რომლის შესრულებაც ახლა სხვა მსახიობებსაც შეეძლებათ. მგონია, რომ ლედი გაგა ამ როლს საუკეთესოდ შეასრულებს“. – მარგო რობი

ხუაკინ ფენიქსისგან განსხვავებით, რომელიც ჯამბაზი კრიმინალი პრინცის როლს ირგებს,  ლედი გაგას, ფილმ Joker 2 – ში,  ჰარლი ქუინის როლის თამაში ჯერ არ დაუდასტურებია. პერსონაჟი   ცნობილია თავისი ურთიერთობით ჰარლი ქუინთან, რომელიც ფილმში მისი პარტნიორი და შეყვარებული ხდება.

კინოთეატრებში ფილმი Joker: Folie à Deux 2024 წლის 4 ოქტომბერს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გორის ქალთა კამერული გუნდისა და “შავნაბადას” ერთობლივი კონცერტი 

შემდეგი სტატია

არეთა ფრანკლინის აქამდე უცნობი ფოტოები გასაყიდად გამოიტანეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი