ჯარედ ლეტო კარლ ლაგერფილდის როლს შეასრულებს

მსახიობი კარლ ლაგერფილდის მოდის სახლის მიერ მხარდაჭერილი ფილმის პროდიუსერიც იქნება.
ჯარედ ლეტო ფილმის “გუჩის სახლი” პრემიერაზე
Lia Toby/GI

ჯარედ ლეტო ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს კარლ ლაგერფილდზე – ლეგენდარულ დიზაინერსა და შანელის ყოფილ კრეატიულ დირექტორზე, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა. ლაგერფილდის როლს ოსკაროსანი მსახიობი თავადვე შეასრულებს.

„მჯერა, რომ კარლი იამაყებდა იმით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ის მთელი ეპოქა იყო. ის იყო დიზაინერი, ფოტოგრაფი, ხელოვანი. ერთი სიტყვით ვერ განსაზღვრავ მას. ის იყო კრეატიულობის საბადო,” – წერს მსახიობი. 

ფილმი დაგეგმვის ეტაპზეა და ჯერ კიდევ უცნობია, ვინ იქნება მისი რეჟისორი.თუმცა ცნობილია, რომ მისი მთავარი თემა კარლ ლაგერფილდის საკვანძო ურთიერთობები იქნება, მოყოლილი ისეთივე არაპროგნოზირებადი გზით, როგორიც თავად იყო.

„ბევრი კავშირია აღმოსაჩენი. კარლს 50-წლიანი კარიერა ჰქონდა, ასე რომ, როგორც პირადად, ასევე პროფესიულად ძალიან ბევრ ადამიანთან უწევდა კონტაქტი. შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ამ საკვანძო ურთიერთობებზე გავდივართ.”

მსახიობმა დიზაინერის ნდობით აღჭურვილი სამი პირი ფილმის აღმასრულებელ პროდიუსერებად მოიწვია. ესენი არიან ლაგერფილდის მოდის სახლის ხელმძღვანელი, ასევე კომუნიკაციების ხელმძღვანელი და პირადი მცველი.

„ჩემი მიზანია, რომ ეკრანზე ის რაც შეიძლება გულწრფელად განვასახიერო. ცნობილი ადამიანების შემთხვევაში, ხალხი მხოლოდ იმას ხედავს, რაც ზედაპირზეა – იმ სახეს, რომლითაც ისინი საზოგადოების წინაშე წარდგებიან. კარლიც ადამიანი იყო. ჩვენ კი ყველას გვაქვს შიგნით ჩვენი სილამაზე და ჩვენი შეცდომები. გვაქვს ნიღბები და ასევე მომენტები, როცა ვიხსნით მათ. მე ყოველთვის ის მაინტერესებს, რა ხდება ამ ნიღბის უკან.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის მეშვიდე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი და მისი 25 წლის იუბილე

შემდეგი სტატია

SALIO-ს ამერიკული გეგმები 

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი