ჯასტინ ტიმბერლეიკმა  ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოს  2022 წლის გალა კონცერზე მადლიერების წერილები და საჩუქრები მიიტანა

„სასიამოვნოა ღონისძიებაზე ყოფნა და ისეთი ორგანიზაციის მხარდაჭერა, როგორიც ბავშვთა საავადმყოფოა და კიდევ უფრო სასიამოვნოა, როდესაც აქ ჯასტინ ტიმბერლეიკი მღერის“- აღნიშნა ჯიმი კიმელმა საქველმოქმედო ღონისძიებაზე, სადაც 5.5 მილიონი დოლარი შეგროვდა.
ჯასტინ ტიმბერლეიკი – ბავშვთა საავადმყოფოს საქველმოქმედო ღონისძიებაზე. 2022 წლის 8 ოქტომბერი, კალიფორნია.

ჯასტინ ტიმბერლეიკმა სადღესასწაულო განწყობა ბოლომდე შეინარჩუნა და ღონისძიებაზე რეკორდული თანხა, 5.5 მილიონი დოლარი შეაგროვა. საღამოს წამყვანები  მსახიობი მამა-შვილი, რობერტ და კრის პიანსი იყვნენ.  2019 წლის შემდეგ, ბავშვთა საავადმყოფომ პირველად შეძლო გრანდიოზული გალა ღონისძიების ჩატარება. 

საღამოზე დამსწრე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს საავადმყოფოსთან პირადი ურთიერთობები აკავშირებდათ, ნაწილი კი თავს ვალდებულად თვლიდა, ბავშვების დასახმარებლად წვლილი შეეტანათ. მაგალითად, დელოუჩის ვაჟს ბენეტს, რამდენიმე ოპერაცია აქვს გულზე ჩატარებული, ტიმბერილეიკის  ცოლის დისშვილს, ზაიასაც, გულის ოპერაცია გაუკეთეს.

როგორც აღინიშნა, საქველმოქმედო საღამოს ჯიმი კიმელი ესწრებოდა, რომლის ხუთი წლის ვაჟს, ბილის, ჩვილობის ასაკში, CHLA-ში (Children’s Hospital Los Angeles) ღია გულის ოპერაცია ჩაუტარეს 

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ – Blink-182 გიტარისტი, მარკ ჰოპუსი  და მისი მეუღლე. მარკუსი მეოთხე სტადიის ლიმფომას ებრძოდა და ახლა კიბოსგან განიკურნა. 

„ის, რაც მე გავიარე და განვიცადე, საკმაოდ რთული იყო. რა გამოცდილებაც  მივიღე, ძალიან სტრესულია და ვერც კი წარმოვიდგენ,  როგორი რთული შეიძლება იყოს ეს ბავშვებისთვის, ვინც მსგავს პრობლემას ეჯახება.“  -აღნიშნა მარკუსმა.

ამერიკული სერიალ Friends-ის ვარსკვლავმა მეტ ლებლანმა პირველად ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფო CBS-ის სერიალ Man With the Plan-ში თამაშის დროს მოინახულა. ახლა ის ამ ორგანიზაციის ერთგული მხარდამჭერი და გულშემატკივარია. 

ჯასტინ ტიმბერლეიკი გალა კონცერტზე თითქმის 40 წუთის განმავლობაში მღეროდა, მან  სპეციალურად ამ საღამოსთვის შერჩეული ქავერ სიმღერები შეასრულა, მათ შორის: The Way You Look Tonight, Smile, Knocks Me Down, Love & Happiness,  Lovely Day და სხვა.

„ვფიქრობ ყველა იმ სიცოცხლეზე, რომელიც თქვენ გადაარჩინეთ და მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ ხართ შეუმჩნეველნი, განსაკუთრებით ისეთი მამისთვის როგორიც მე ვარ”. – განაცხადა ჯასტინმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

,,ღვინის დღეები საქართველოში” და „ივერია კაფეს” ახალი სივრცის პრეზენტაცია

შემდეგი სტატია

შაკირა ახალი სიმღერას Monotonia – ს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი