AC/DC-მ როკ-ენ-როლში ნამდვილად ყველაფერი გააკეთა – დაწყებული მილიონობით ალბომის გაყიდვიდან, მსოფლიო სტადიონების შევსებით დამთავრებული. რაზეა საუბარი, როცა რკინის კაციც კი მათი ფანია.
11 ნოემბრიდან კი გაყიდვაში წიგნი სახელწოდებით The AC/DC AB/CD High-Voltage Alphabet გამოდის. „როკ-ენ-როლის ყველაზე დიდი ბენდისგან ისტორიაში ყველაზე მაგარი ანბანი გამოდის”, – ვკითხულობთ ანოტაციაში. წიგნი 15.80 დოლარი ეღირება.
„შეუერთდით ანგუსს, მალკოლმს, ბონს, ბრაიანს და ბიჭებს ანბანის გზაზე გასასეირნებლად. ყოველი გვერდი სავსეა ფერებით, იუმორითა და ბენდის ისტორიით.” იდეა Akka Dakka-ს, როგორც ბენდს ავსტრალიაში ეძახიან, მას შემდეგ მოუვიდა, რაც პანდემიის დროს ანგუს იანგმა აღმოაჩინა წიგნი სახელწოდებით “M is for Metal”. აქედან გაჩნდა სურვილი, რომ გაკეთებულიყო AC/DC-დმი მიძღვნილი ალფაბეტი.
„დიდი პატივია ამ წიგნზე მუშაობა. მართალია, ის ბავშვებისთვისაა, მაგრამ AC/DC-ს ფანებიც აღმოაჩენენ რაღაც საინტერესოს”, – წერს წიგნის გამომცემელი. „ერთი სული გვაქვს, როდის განვანათლებთ როკ-ენ-როლერების ახალ თაობას.”
AC/DC-მ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე არაერთი როკ-თაობა გაზარდა. 2003 წელს ბენდმა როკ-ენ-როლის დიდების ხეივანშიც დაიდო ბინა.