ჯასტინ ტიმბერლეიკმა ინსტაგრამზე ჯესიკა ბილთან ქორწინების 10 წლის იუბილე აღნიშნა.
„10 წელი არ არის საკმარისი! შენ მე ყოველდღიურად უკეთეს ქმარს და მამას მხდი! მიყვარხარ, მშვენიერო ადამიანო!”
ტიმბერლეიკმა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეოები გააზიარა. პირველი ფოტო მათი ურთიერთობის დასაწყისშია გადაღებული. ტიმბერლეიკმა და ბილმა ურთიერთობა 2007 წელს დაიწყეს და 2012 წლის 19 ოქტომბერს იტალიაში იქორწინეს. Მათ 7 და 2 წლის ვაჟები ჰყავთ.
ჯესიკა ბილმა მეუღლის მილოცვა საკუთარ ინსტაგრამზე გააზიარა სათაურით „10 წელი.”
მილოცვას წყვილის ბევრი მეგობარი შეუერთდა. მათ შორის იყო მიგელი, რომელმაც დაწერა „დიდი სიყვარული თქვენ! გილოცავთ იუბილეს!” გულის ემოჯი დაუწერა წყვილს ქუინსი ჯონსმა. Ბევერლი მიტჩელმა კი ასე მიმართა: „მიყვარხართ! იუბილეს ვულოცავ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ წყვილს!”
Ნახეთ ჯასტინ ტიმბერლეიკის პოსტი.