ვიქტორია ბექჰემის საყვარელი კარაოკე სიმღერა “Spice Girls-ის” ჰიტია

ვიქტორია ბექჰემი ყატარის ეროვნული მუზეუმის გახსნაზე
Karim Jaafar/AFP/Getty Images

ვიქტორია ბექჰემი ენ ჰეთეუეისთან ერთად შოუს “Watch What Happens Live” სტუმრობდა. წამყვანმა ენდი კოენმა ვარსკვლავს ბლიც-კითხვები დაუსვა.

მისი პირველი კონცერტის, სახის მოვლის რუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტისა და საყვარელი რომანტიკული კომედიის დასახელების შემდეგ, ბექჰემს კოენმა საყვარელი კარაოკე სიმღერის შესახებ ჰკითხა.

თავიდან ვარსკვლავმა არჩევანი “Spice Girls-ის” სიმღერაზე “Spice Up Your Life” შეაჩერა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და ჯგუფის 1997 წლის ჰიტი “Stop” დაასახელა. მისი თქმით, პატარა ცეკვა, რომელიც ამ სიმღერას ახლავს, კარაოკეს დროს ძალიან სახალისოა.

ენ ჰეთეუეიმ ბექჰემს სთხოვა, ცეკვიდან რამდენიმე ცნობილი მოძრაობა შეესრულებინა, რაზეც ვიქტორიამ უარი განაცხადა. 

მართალია ვიქტორია ბექჰემმა თავისი საყვარელი კარაოკე სიმღერა დაასახელა, თუმცა ბილბორდმა ყველა დროის საუკეთესო კარაოკე სიმღერებს შორის 43-ე ადგილი ჰიტს “Wannabe” მიანიჭა. როგორც ამბობენ, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, მისი სიტყვები ყველამ იცის.

ნახეთ შოუს ეპიზოდი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტის ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმიდან აიღეს

შემდეგი სტატია

ადელი ტეილორ სვიფტს ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპოზიტორს უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი