პირველ ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში, ორი საიუბილეო თარიღი აღინიშნება. კონცერტი საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელსა და ქართული სიმღერის „ჩაკრულოს” კოსმოსში გაგზავნის 45 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.
კონცერტში მონაწილეობას თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “აფხაზეთი” მიიღებენ. Საღამოს კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში დაესწრება.
პირველ ნოემბერს მაყურებელი ახალ ცეკვას ,,ჩაკრულოს” იხილავს, რომელიც სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელმა ბაჩანა ჭანტურიამ სპეციალურად აღნიშნული კონცერტისთვის ორ კვირაში დადგა.
,,ამერიკის საელჩოს იდეა იყო გაგვეკეთებინა ქართულ-ამერიკული საღამო, ამიტომაც პირველ ნაწილში იქნება ამერიკული მუსიკა და პოპულარული სიმღერები, ჩვენი სასიქადულო და საამაყო თბილისის ბიგ ბენდის შესრულებით. Მეორე ნაწილში მაყურებლის წინაშე წარსდგება სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “აფხაზეთი”, რაც ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია იმ პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. Უმნიშვნელოვანესი კონცერტია და ეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლიანი იუბილეს დასკვნითი ღონისძიება იქნება”, – რამაზ ბლუაშვილი, ფონდ ,,ნოვას” პრეზიდენტი; ღონისძიების ორგანიზატორი.
კონცერტის ორგანიზატორები არიან ფონდი “ნოვა” და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
ღონისძიება 1 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება.