ჯგუფ Bob Marley & The Wailers-ში, ტაილერ დოუნი კლავიშებიანი საკრავზე უკრავდა. ის 66 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, იამაიკაში გარდაიცვალა.
ტაირონი 1956 წლის 20 მაისს დაიბადა. ადრეული ასაკიდანვე მიიღო მუსიკალური განათლება. იგი კინგსტონის კოლეჯში სწავლობდა, სადაც საეკლესიო გუნდთან ერთად ხშირად მღეროდა.
დოუნის სახელი მუსიკის ისტორიაში მაშინ ჩაეწერა როდესაც 1973 წელს ბობ მარლის ბენდს შეუერთდა. მისი სადებიუტო ჩანაწერი Rastaman Vibration-ით შედგა, სადაც ის კლავიშზე უკრავდა და ბექ ვოკალში მღეროდა.
ბობ მარლის ოფიციალურ ტვიტერ გვერდზე, ტაირონ დოუნის ხსოვნის პატივსაცემად შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოქვეყნდა: „ვფიქრობ ტიარონ დოუნზე, ბობის ჯგუფის წევრზე, რომელიც გუშინ გარდაიცვალა… მშვიდად განისვენე ძმაო.“
Reflecting on brother Tyrone Downie, Bob's keyboardist, who made his transition yesterday. Rest in peace brother 🕊️ pic.twitter.com/rgwaLWFaf9
— Bob Marley (@bobmarley) November 7, 2022
კინგსტონში მდებარე ბობ მარლის მიერ დაარსებულ Tuff Gong – სტუდიის განცხადებაში ნათქვამია: „სამწუხაროდ, გავიგეთ ჯგუფ Wailers-წევრის, ტაირონ დოუნის გარდაცვალების შესახებ. ის ბენდს ადრეულ პერიოდშივე შეუერთდა და მისი დებიუტი Rastaman Vibration-ით შედგა. ვამაყობთ, რომ ტაირონი, ჩვენი სტუდიის Tuff Gong-ის ოჯახის წევრი იყო.“
We are saddened to learn of the passing of Wailers keyboardist, Tyrone Downie. Tyrone joined The Wailers just before the age of 20, making his recording début with the band on Rastaman Vibration. We are blessed to count him as a member of the Tuff Gong Family. pic.twitter.com/RFhmSJXGHb
— Tuff Gong (@TuffGongINTL) November 7, 2022
1989 წელს დოუნმა რამდენიმე მუსიკალური კომპოზიცია შექმნა, მათ შორისაა Slaves of New York და The Mighty Quinn.
დოუნი 1990-იან წლებში საფრანგეთში ცხოვრობდა, რა დროსაც ის სენეგალელ მომღერალ – იუსუ ნ’დურისთან თანამშრომლობდა.
მულტი-ინსტრუმენტალისტმა ტაირონმა მომღერალ და მსახიობ გრეის ჯონსის შემოქმედებაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. 1983 წელს ჯონსმა სიმღერა My Jamaican Guy დაწერა – რომელიც დოუნს მიუძღვნა.