იოჰან სებასტიან ბახისა და მისი რჩეული კომპოზიტორების ნაწარმოებები რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაჟღერდა

,,თბილისის ბაროკო ფესტივალი 2022-ის” ფარგლებში რუსთაველის ეროვნულ თეატრში კონცერტი გაიმართა. შესრულდა იოჰან სებასტიან ბახისა და მისი რჩეული კომპოზიტორების მუსიკა. თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან –  „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, უცხოელმა მუსიკოსებმა იოჰან სებასტიან ბახის კომპოზიციის შემდეგ, ანტონიო ვივალდის, ალესანდრო მარჩელოსა და იან დისმას ზელენკას მუსიკა შეასრულეს. 

,,Საინტერესო კომბინაცია იყო. ბახი გენიოსი კომპოზიტორი, გენიოსი მასწავლებელი და ადამიანი, რომელსაც კარგი გემოვნება ჰქონდა. კომპოზიტორებს, რომელსაც ხელს ჰკიდებდა ან ინსპირაციას იღებდა, თითქმის ყველა მისი დონის ხელოვანი იყო. დღევანდელი მსმენელიც დარწმუნდა, რომ ზელენკა შორს არაა ბახისგან, არც ვივალდი, მარჩელო… ამიტომ სპეციალურად შევარჩიეთ ეს კომპოზიტორები. ძალიან ბევრნი არიან, სამი საღამოც კი არ იქნებოდა საკმარისი, რომ ბახის ყველა რჩეული კომპოზიტორის თითო ნამუშევარი მაინც დაგვეკრა. ვფიქრობ, საინტერესო კონცერტი შედგა. ერთი-ორი სიტყვით შევეხეთ ამ ყველაფერს, რაც მთავარია, მუსიკა იყო გენიალური, ვეცადეთ, შეგვესრულებინა ისე, როგორც ყველა ნაწარმოებს შეეფერებოდა.”– გიორგი ქერელაშილი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ სამხატვრო ხელმძღვანელი.  

თბილისს უცხოელი არტისტებიც ეწვივნენ – გაბრიელ გრამესკი, სტეფან ნოდილო და ჟოაკიმ გერა. Მუსიკოსებმა, რომლებიც ჩასაბერ საკრავებზე უკრავენ და ბაროკო ინსტრუმენტებს ფლობენ, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მსმენელისთვის ოთხი კომპოზიცია შეასრულეს. 

„საქართველოს სინფონიეტა“, გაბრიელ გრამესკი, სტეფან ნოდილო და ჟოაკიმ გერა.

,,ძალიან მოგვეწონა დღევანდელი საღამო. დაუკრა ბახის ნაწარმოებები, ყოველთვის დიდი პატივია, ვისიამოვნეთ ამ მუსიკით. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ახლა საქართველოში ვიმყოფებით. აქ ფესტივალის ფარგლებში დავუკარით, ეს ძალიან ამაღელვებელია. დარბაზი სავსე იყო, ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა. მადლობლები ვართ, ეს ძალიან კარგის ნიშანია. გვიყვარს „საქართველოს სინფონიეტასთან“,  შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად სხვადასხვა კომპოზიციის შესრულება.– გაბრიელ გრამესკი, ბაროკოს ჰობოი (რუმინეთი). 

,,ძალიან ლამაზი საღამო იყო, დადებითი ემოციებით ვარ სავსე. Ერთი კვირაა რაც აქ ვართ და ძალიან მოგვწონს. მსმენელი ძალიან კარგია. შუა ევროპისგან განსხვავებით, თქვენ უფრო ,,ცოცხლები” ხართ. Ეს სტიმულს და ინსპირაციას გვაძლევს. ძველი ქალაქი, ძველი კულტურა – პირველად ვართ აქ და შეყვარებული ვართ საქართველოზე”,- სტეფან ნოდილო, ბაროკოს ჰობოი (ხორვატია).

,,ეს ჩემთვის არის საქმე, ასევე, რა თქმა უნდა, არის ემოცია. საქართველოში პირველად ოთხი წლის წინ ჩამოვედი. Ქართველ მუსიკოსებთან ერთად არა ერთ განსხვავებულ პროექტზე ვმუშაობდით. აქ ყოფნისას ბევრი ძალიან კარგი რამ მახსოვს. Მაშინ ჯერ კიდევ კოვიდ პანდემია არ იყო. დღეს ორკესტრთან ყოფნის დროს ბევრი რამ გამახსენდა, იგივე გრძნობები დამეუფლა, ძალიან ნიჭიერი, მეგობრული ორკესტრია, რომელიც ბევრს შრომობს. ცდილობენ უფრო ცნობილი გახადონ ეს მუსიკა, ჩვენც მხარს ვუჭერთ.”– ჟოაკიმ გერა. ბაროკოს ფაგოტი (ესპანეთი).  

მუსიკოსებმა ბისზე იან დისმას ზელენკას ნაწარმოები შეასრულეს. ფესტივალი  Წელს მერვედ ჩატარდა. 

,,ამ კონცერტზე თითქმის ყველა ბილეთი მეორე დღესვე გაიყიდა. Ჩვენთვის ეს დიდი სტიმულია, ყველა კონცერტისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, მაგრამ როცა ხალხის მოლოდინი ასეთია, მაშინ კიდევ უფრო გემატება ეს სტიმული. ეს თითოეული მუსიკოსისთვის ბედნიერებაა, როცა მათ სცენაზე ასე ელოდებიან. Დარწმუნებული ვარ მსმენელი ძალიან ნასიამოვნები წავიდა, აპლოდისმენტებიც ამას ადასტურებს.” – თეა მუქერია, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

,,თბილისის ბაროკო ფესტივალი 2022-ის” ფარგლებში კიდევ ორი კონცერტი და ოთხი საჯარო ლექციის ჩატარება იგეგმება. Საჯარო ლექციების ჩატარდება არქიტექტურაზე, თეატრზე, საშემსრულებლო სტილსა და ქართულ ტრადიციულ მუსიკაზე. ფესტივალი 15 ნოემბერს ბრაზილიური ბაროკოს მუსიკით გაგრძელდება. 27 ნოემბერს კი ფესტივალი ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის სოლისტებისა და მათი სამხატვრო ხელმძღვანელის, აპო ჰეკინენის კონცერტით დასრულდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფაბრიკა – Fabrikaffiti 2022

Fabrikaffiti 2022 – Urban Art Fest – ფაბრიკაში დაბრუნდა

შემდეგი სტატია

კელი კლარკსონმა Florence + the Machine-ის სიმღერის შესრულებით Twilight-ის ნოსტალგია მოიტანა

შეიძლება დაგაინტერესოთ

წინანდლის ფესტივალისთვის საქართველოს მსოფლიოში აღიარებული დირიჟორები ეწვივნენ

სამი იტალიელი მაესტრო - ჯანანდრეა ნოზედა, რობერტო გაბიანი და კლაუდიო ვანდელი აქტიურად იყვნენ ჩართული ფესტივალის მოსამზადებელ პროცესში.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ცნობილი დირიჟორი კლაუდიო ვანდელი წინანდლის ფესტივალზე თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარდგება

ვანდელი საქართველოს ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე ეწვია და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე რეპეტიციები გამართა.
მეტი