LOUDspeakers ახალი სიმღერის ვიდეოს აზიარებს

ცოტა ხნის წინ ჯგუფმა პირველი ოფიციალური კლიპიც წარადგინა

LOUDspeakers ახალი სიმღერის ვიდეოს აზიარებს. Სიმღერა სახელწოდებით “Jellyfish” (მედუზა) Leno Records-ში ჩაიწერა. ვიდეოს ავტორი გიორგი გვარჯალაძეა.

ლევან ლაუდაძე – LOUDspeakers -ის ვოკალისტი

„Სიმღერა რამდენიმე კვირის წინ დაიწერა. სიყვარულზეა. როცა ისე გიყვარს, რომ მედუზასავით დნები და მერე უკვე გულით ფიქრობ და აზროვნებ. არ გვინდოდა, მხოლოდ სიმღერა დაგვედო და ამიტომ ვიდეოს გადაღებაც გადავწყვიტეთ. შეიძლება ითქვას, რომ არაოფიციალური ვიდეოა, სტუდიური, რომელიც გვაჯიმ გადაიღო და თვითონვე დაამონტაჟა. პირველი კლიპისგან განსხვავებით, ახლა გადავწყვიტეთ, ჩვენს თავზე აგვეღო ყველაფერი.”

ცოტა ხნის წინ ჯგუფმა პირველი ოფიციალური კლიპიც წარადგინა სიმღერაზე “Hell On The Earth”. ვიდეოში ჯგუფის წევრები მანქანით გადაადგილდებიან მიტოვებულ და დანგრეულ ადგილებში და მღერიან დანაგვიანებულ აუზში, რაც, მათი თქმით, ვიზუალურად გამოხატავს სიმღერის კონცეფციასა და  შინაარსს, რომ დედამიწაზე ჯოჯოხეთია, რომელსაც ადამიანები ქმნიან.

„ეს სიმღერა, მართალია, უკრაინის ომამდე დაიწერა, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ტექსტს დრო არ აქვს, რადგან ოდითგანვე და დღემდე მუდმივად ხდება ისეთი რაღაცები, რაც გვაფიქრებინებს, რომ დედამიწაზე ნამდვილად ჯოჯოხეთია, რომელსაც ადამიანები ქმნიან. ეს ომიც ამის სამწუხარო დადასტურებაა და ზუსტად ამ მოვლენებმა მოგვცა ბიძგი, რომ სწორედ ამ სიმღერაზე გადაგვეღო ჩვენი პირველი ოფიციალური ვიდეოკლიპი. მისი რეჟისორია იოსებ „სოსო” ბლიაძე, რომელმაც, ვფიქრობ, ძალიან კარგად წარმოაჩინა სიმღერის გზავნილი. ყველაფრის მიუხედავად კი, კლიპის ბოლოს ჩანს იმედის ნაპერწკალი, რომ მაინც არსებობს ის სინათლე, რისთვისაც აუცილებლად ღირს ბრძოლა.”

LOUDspeakers-ის სიახლეები ამით არ მთავრდება.  25 ნოემბერს Mono Hall-ში ჯგუფი კონცერტს გამართავს. Საღამოზე შესრულდება ძველი სიმღერები ალბომებიდან და ასევე მათი საკონცერტო რეპერტუარიდან. მსმენელი მოისმენს LOUDspeakers-ის ახალ სიმღერებსაც, მათ შორის “Hell On The Earth” და “Jellyfish”.

მოუსმინეთ ჯგუფის ნამუშევრებს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მორისეი. ფოტო: მონიკა სტოლარსკა

მორისის თქმით,  მომავალი ალბომი Bonfire of Teenagers-ის გამოსვლა დროებით გადაიდება

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი ფანებს კონცერტის დროს შვილების სქესის გაგებაში ეხმარება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი