შენაია ტვეინის თქმით, ჰარი სტაილთან თანამშრომლობა მისი ოცნება იქნებოდა „დარწმუნებული ვარ ეს ჯადოსნობა მოხდება“

მათი დუეტი აპრილში, Coachella-ს ფესტივალზე, ერთხელ უკვე შედგა.
შენაია ტვეინი და ჰარი სტაილი Coachella-ს ფესტივალზე, 2022 წლის 15 აპრილი. ფოტო: კევინ მაზური
შენაია ტვეინი და ჰარი სტაილი Coachella-ს ფესტივალზე, 2022 წლის 15 აპრილი. ფოტო: კევინ მაზური

შენაია ტვეინი ჰარი სტაილის დიდი გულშემატკივარია.  მომღერალი იმედოვნებს, რომ მომავალში ჰარისთან თანამშრომლობის შესაფერისი დროც მოვა.

ქანთრი მომღერალმა ჰარი სტაილთან Coachella-ს სცენაზე ერთხელ უკვე შეასრულა სიმღერები Man! I Feel Like a Woman და You’re Still the One. ორშაბათს შენაიამ სატელევიზიო გადაცემაში TalkShopLive გადაცემის წამყვან ნენსი ოდელთან, მის მომავალ ალბომზე Queen of Me და ჰარი სტაილთან შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„ჰარი სტაილმა Coachella-ზე სცენაზე დამპატიჟა, სადაც ერთად ვიმღერეთ. იგი ძალიან საყვარელი ადამიანია, მინდოდა მეთქვა საყვარელი ბავშვი, მაგრამ  უკვე ბავშვი აღარ არის, მამაკაცია, ასე არ არის? მასთან თანამშრომლობა ჩემი ოცნებაა. ვიცი, რომ დაკავებულია და ფილმზე მუშაობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ჯადოქრობა აუცილებლად მოხდება“.

რაც შეეხება შენაია ტვეინის უახლეს ალბომს Queen of Me, მან TalkShopLive-ში საუბრისას აღნიშნა, რომ პანდემიამ სიმღერების დასაწერად დიდი შესაძლებლობა და დრო მისცა. საგანგებო პერიოდი მომღერლისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, რა დროსაც მომღერალმა ალბომ Queen of Me-თვის სიმღერები შექმნა.

„კოვიდ პანდემიამ იმაზე მეტი დრო მომცა, ვიდრე ამას ველოდი. ამ პერიოდში ვიმუშავე ოთხ ალბომზე, ეს მხოლოდ დასაწყისია, ძალიან პროდუქტიული ვიყავი, ბევრი სიმღერა შეიქმნა. ალბომი Queen of Me– ფოკუსირებულია იმაზე, თუ რისი გამოხატვა მსურს: იყავი შენი თავის დედოფალი, შენი თავის უფროსი და აიღე პასუხისმგებლობა კარგზეც  და ცუდზეც. ასე რომ, სიმღერები ბუნებრივად ჩაჯდა თავის ადგილზე“. 

ინტერვიუს დროს შენაიას ჰკითხეს, ნამდვილად ოთხ ცალკეულ ალბომზე იყო თუ არა საუბარი, რა დროსაც მან განმარტა: „დიახ, ნამდვილად ასეა, თუმცა  სამწუხაროდ ეს ალბომები მალე ვერ იხილავენ დღის სინათლეს. ვფიქრობ, ცოტა ხანი მოცდა მოგვიწევს. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ტურნე მაქვს და ბევრი სხვა ახალი პროექტი დაგეგმილი. შესაძლოა ამ ალბომების გამოშვებას წელიწადი ან შეიძლება რამდენიმე წელიც დასჭირდეს.“

ალბომი Queen of Me 2023 წლის 3 თებერვალს Republic Nashville-ის მეშვეობით გამოვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსი ფანებს კონცერტის დროს შვილების სქესის გაგებაში ეხმარება

შემდეგი სტატია

ჯუდით ჰილის კონცერტი „რესპუბლიკაში“

„მუსიკა ჩემი ენაა, რომლის საშუალებითაც ვამყარებ კომუნიკაციას ხალხთან და ჩემ თავს გამოვხატავ.“ – ჯუდით ჰილის ინტერვიუ ბილბორდ საქართველოსთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

SZA - 2024 წლის 30 ივნისს გლასტონბერის ფესტივალზე ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

SZA-ს თქმით მისი მომავალი ალბომები ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი

რეკორდ სტუდიოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეს SZA-ს ბოლო პროექტი იქნება, რომელიც სწორედ საბავშვო აუდიტორიაზე გათვლილ მოთხოვნებს ითვალისწინებდა.
მეტი

2024 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის დაბრუნება – ჰოზიერი

მას შემდეგ, რაც დეკადით ადრე სენსაციური ჰიტი გამოსცა, ირლანდიელი ავტორ-შემსრულებელი რეალურად არც არსად წასულა. პირიქით, ის განვითარებას განაგრძობდა და 2024 წელს მყარად დაბრუნდა მეინსტრიმის ცენტრში.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი