სტივი უანდერმა და ჩარლი პუთმა ლიონელ რიჩის 2022 წლის AMA-ზე ვარსკვლავური “We Are The World” მიუძღვნეს 

მუსიკოსებმა სცენაზე სხვა ვარსკვლავებსაც მოუხმეს

მას შემდეგ, რაც ლიონელ რიჩიმ AMA-ს დაჯილდოებაზე “Icon Award” მიიღო, სცენა სტივი უანდერმა და ჩარლი პუთმა დაიკავეს. ორი როიალის თანხლებით მათ ერთმანეთში მუსიკალური დუელი გამართეს, პუთის სიტყვებით, „მუსიკალური ტენისის მატჩი ლიონელ რიჩის შემოქმედებით. პირველი Პასი” უანდერს ეუთვნოდა სიმღერით “Three Times A Lady”, რომელსაც Commodores ასრულებდა. Ჩარლი პუთმა მას ასევე Commodores-ის რეპერტუარიდან უპასუხა სიმღერით “Easy”.

მუსიკოსებმა რამდენიმე სიმღერა გაცვალეს, საბოლოოდ კი რიჩის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰიტზე “We Are The World” შეჩერდნენ, რომელსაც მაიკლ ჯექსონი ასრულებდა. როგორც ორიგინალ ვერსიაში, სცენა აქაც ვარსკვლავებით გაივსო. Მათ თავად რიჩიც შეუერთდა.

სამადლობელ სიტყვაში ლიონელ რიჩიმ აუდიტორიას მიმართა: „როცა გესმის სიტყვა ტრენდული, ეს ნიშნავს დღევანდელ დღეს. Როცა გესმის სიტყვა შთამაგონებელი, ეს ნიშნავს სამუდამოს. თუ გეძლევა შანსი, რომ ეს სინათლე ატარო, მაშინ ხვდები, თუ რა შეუძლია ღმერთს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მირიან ხუხუნაიშვილი სადირიჟორო აკადემიის 2022/23 წლის გამარჯვებულია

შემდეგი სტატია

კანიე უესტი, კრისტიან დიორის ჩვენებაზე, 2015 წელი, პარიზი. ფოტო: რინდოფ დუფური.

კანიე უესტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი