2022 წელს Drake Spotify-ზე ყველაზე ხშირად სხვა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავს უსმენდა

წარსულში Drake-მა გარდაცვლილი მუსიკოსი თავის სიმღერაშიც შეაქო.

მას შემდეგ, რაც Spotify-მ წლის შემაჯამებელი ე.წ. Wrapped კამპანია დაიწყო, კანადელმა რეპერმა Drake-მა გააზიარა ინფორმაცია, თუ ვის უსმენდა წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად. 

Drake-მა Instagram-ის ისტორიაში გაამხილა, რომ ამ სიაში მოწინავე არტისტი გარდაცვლილი რეპერი თუფაქ შაკურია. Drake-ის თქმით, 2Pac-ს 246 წუთის განმავლობაში უსმენდა, რითაც 2022 წლის მონაცემებით, თუფაქ შაკურის მსმენელთა მოწინავე შვიდ პროცენტში მოხვდა. 

ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. წარსულში Drake საკმაოდ ხშირად ახსენებდა შაკურს. „თუკი შემეძლებოდა ვინმეს დავმსგავსებოდი, ეს 2Pac იქნებოდა“ – თქვა Drake-მა 2011 წელს Boombox-თან საუბრისას. „ვფიქრობ, რომ გარდა თავისი მუსიკისა, რომელიც სრულიად არაჩვეულებრივი იყო, ის ადამიანებს საკუთარი თავით ხიბლავდა. ის თავისუფალი სული იყო და არაფერი ადარდებდა, აკეთებდა უბრალოდ იმას, რასაც გრძნობდა. ვისურვებდი, რომ ჩემს პიროვნებაში სულ ცოტა 2Pac იყოს. ამაზე ვმუშაობ

Spotify-ის ყოველწლიური შემაჯამებელი Wrapped კამპანია, პირველად 2016 წლის დეკემბერში დაიწყო.  მუსიკალური სტრიმინგ სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გასული წლის აქტივობის მონაცემები ნახონ და შემდეგ ეს ინფორმაცია სოციალური მედიის მეშვეობით გააზიარონ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიშის თქმით, შეყვარება მისთვის რთულია: „ეს საშიში რამ არის“

შემდეგი სტატია

სერიალ The Crown-ის მეხუთე სეზონის საუნდტრეკი 90-იანი წლების, საკულტო ეპოქას გვახსენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი