ბილი აილიშის თქმით, შეყვარება მისთვის რთულია: „ეს საშიში რამ არის“

ახალ ინტერვიუში მომღერალი თავისი სტილის ევოლუციაზე საუბრობს

High Snobiety-სთან ინტერვიუში ბილი აილიშმა საკუთარი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. ცოტა ხნის წინ Vanity Fair-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ჯგუფ The Neighbourhood-ის წევრს, მომღერალ ჯესი რაზერფორდს ხვდება და რომ მას „ეს ძალიან აბედნიერებს“. 

ინტერვიუში 20 წლის აილიში სასიყვარულო ცხოვრებაზე საუბრისას საკმაოდ ფრთხილი იყო და თავის 31 წლის პარტნიორის ხსენებას თავს არიდებდა. მომღერალი ზოგადად საუბრობდა სიყვარულის მნიშვნელობის შესახებ. „Შეყვარება ჩემთვის რთული რამ არის“ – აღნიშნა ბილი აილიშმა – „სიყვარული საშიში რამეა, ის მართლაც საშიშია“.

High Snobiety-ის სტატია ძირითადად ბილი აილიშის სტილის ევოლუციაზე კონცენტრირდება. კარიერის დასაწყისში აილიში უნისექს იმიჯით იყო ცნობილი, მუსიკოსმა ბოლო 7 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მაღალი მოდის სამყაროში შეაბიჯა. 2022 წელს, Met Gala-ზე Gucci-ის გადამუშავებული მასალისგან შექმნილი კოსტიუმითაც გამოჩნდა. 

როგორც ბილი აილიშმა აღნიშნა, მოდის კვირეულებს წარმოდგენის სახე აქვს, რაც მას ძალიან აღიზიანებს. მომღერლის თქმით, მოდა მისთვის არა მხოლოდ  მამოძრავებელი ძალაა, არამედ – ადამიანებთან დაკავშირების საშუალებაც. 

„Ხალხი მე მხედავდა, როგორც 15 წლის ბავშვს, რომელსაც ეცვა, გამოიყურებოდა, მოქმედებდა და საუბრობდა თავისებურად. ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ შემეძლო იმის გაკეთება, რაც მომესურვებოდა. ახლა შემიძლია გამოვიყურებოდე მართლაც მასკულინურად, თუ ასე მინდა, ან ვიყო ფემინური და ეს განხილვის თემა არ იქნება.“ ბილი აილიშის თქმით, ყველაზე სექსუალურად თავს მაშინ გრძნობს, როცა მასკულინურად იცვამს. 

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ სუნამოს, სახელწოდებით Eilish No. 2 გამოშვებით, საზოგადოების ნდობა მოიპოვა და ახლა უკვე შეუძლია, არამუსიკალური წამოწყებებითაც  გააფართოოს თავისი გავლენა. “ვფიქრობ, ადამიანებმა მეტად სერიოზულად ჩემი მასკულინური სტილის გამო მიმიღეს. ფემინური რომ ვყოფილიყავი, ადამიანები ნაკლები პატივისცემით განეწყობოდნენ ჩემ მიმართ”- ამბობს ბილი აილიში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ Youtube-ის 2022 წლის ტოპ სიმღერები

შემდეგი სტატია

2022 წელს Drake Spotify-ზე ყველაზე ხშირად სხვა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავს უსმენდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი