მუსიკოსები დედამიწის ყველა კუთხიდან 2022 წლის მსოფლიო თასის ფინალში არგენტინის გამარჯვებას ზეიმობენ.
რიკი მარტინი, კიდ კადი, დედი იანკი და სხვები სოციალურ ქსელში თავიანთ სიხარულს აზიარებენ.
„ღმერთო. რა სიგიჟეა!! გილოცავთ!!” – წერს რიკი მარტინი. მომღერალი ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც არგენტინის გამარჯვებას ზეიმობს.
მსოფლიო თასის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ფინალში არგენტინამ საფრანგეთი დაამარცხა. 3:3 ფრეს შემდეგ არგენტინის ნაკრებმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა.
ფეხბურთის ლეგენდის ლიონელ მესის პირველ მოგებულ მსოფლიო თასს აღნიშნავენ სხვა მუსიკოსებიც.
„მესი მესი მესი” – წერს ტვიტერზე Marshmello
ბოი ჯორჯი კი ჩემპიონატის ფინალს ასე გამოეხმაურა: „რა საოცარი მატჩია! ვწუხვარ საფრანგეთის გამო, მაგრამ ვამაყობ მესით.”
ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე სტადიონზე მსოფლიო თასის დახურვის ცერემონია შედგა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებმა მიიღეს. სტადიონზე წარდგა არგენტინელი ვარსკვლავი ლალი ესპოსიტოც, რომელმაც არგენტინის ჰიმნი შეასრულა.
„ეს ყველაზე დიდი რამაა, რაზეც კი შემეძლო ოდესმე მეოცნება. მე კი ყოველთვის დიდი ოცნებები მაქვს” – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე. პოსტს 2 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
ნახეთ მუსიკოსების პოსტები
🇦🇷
— Daddy Yankee 🐐 (@daddy_yankee) December 18, 2022
Messi Messi Messi
— marshmello (@marshmello) December 18, 2022
Wow #ArgentinaVsFrance what a match! Feel sad for France but proud for #Messi𓃵
— Boy George (@BoyGeorge) December 18, 2022