„ტეილორ ჰოკსინის გარეშე Foo Fighters – სხვა ჯგუფია, მაგრამ ის მაინც წინ მიიწევს“ – ნათქვამია ჯგუფის 2022 წლის ბოლო განცხადებაში

„ყოველ საღამოს სულით იგი ჩვენთან ერთად არის“ – წერს ჯგუფი საყვარელი დრამერის შესახებ.
დეივ გროლი, Studio 666-ის პრემიერა, Foo Fighters-ის გამოსვლა. 2022 წლის 16 თებერვალი, ჰოლივუდი.
დეივ გროლი, Studio 666-ის პრემიერა, Foo Fighters-ის გამოსვლა. 2022 წლის 16 თებერვალი, ჰოლივუდი.

Foo Fighters-ის თქმით ისინი  ტეილორ ჰოკსინის გარდაცვალების შემდეგ, მოღვაწეობას კვლავ განაგრძობენ, თუმცა, მის გარეშე, ეს უკვე სხვა ჯგუფია.

დეივ გროლმა Foo Fighters-ს სოლისტმა, ოცდათერთმეტ დეკემბერს სოციალურ მედიაში გულწრფელი გზავნილი გამოაქვეყნა, რომელიც გასული წლის გამოწვევებს ხედვებს და  ჯგუფის მომავალ გეგმებს ეხება.

„ჩვენ ვემშვიდობებით ყველაზე რთულ და ტრაგიკულ წელს. მადლიერები ვართ იმ ადამიანების, ვინც ჩვენს გვერდით არიან, გვიყვარს და პატივს ვცემთ და ასევე მადლიერები ვართ  მათი, ვინც ჩვენთან აღარ არიან“.

„Foo Fighters ოცდაშვიდი წლის წინ მუსიკის ძალის და სიცოცხლის გასაძლიერებლად შეიქმნა. სწორედ ამ ოცდაშვიდი წლის განმავლობაში ჩვენმა გულშემატკივრებმა ერთი დიდი, ერთგული მსოფლიო წრე შეკრა, რომელიც ყველაზე რთული პერიოდის გადატანაში დაგვეხმარა. ეს არის ადგილი, სადაც ვაზიარებთ ჩვენს სიხარულს და ტკივილს, იმედებს და შიშს. ტეილორი ჰოკინსის გარეშე ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ის ჯგუფი რაც ვიყავით, მაგრამ ვიცით, რომ წინ ყოველთვის წავალთ.“

2022 წლის მარტის ბოლოს Foo Fighters-ის დრამერი ტეილორი ჰოკინსი ბოგოტაში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ორმოცდაათი წლის იყო. დრამერის გარდაცვალების შესახებ ჯგუფმა სოციალურ მედიაში განცხადება გამოაქვეყნა:

„The Foo Fighters-ის ოჯახი, ტეილორი ჰოკინსის ტრაგიკული და უდროო გარდაცვალების გამო განადგურებულია. მისი მუსიკალური სული და საოცარი ღიმილი ჩვენთან ერთად სამუდამოდ იცოცხლებს“.

წაიკითხეთ Foo Fighters-ის  2022 წლის ბოლო პოსტი Twitter-ზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Netflix-მა სერიალ Wednesday-ის მეორე სეზონი დააანონსა, რომელშიც ლედი გაგას  Bloody Mary ისმის

შემდეგი სტატია

ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი, ლისა მარი პრესლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Radiohead-ის გიტარისტი ჯონი გრინვუდი ისრაელში გამართული კონცერტით გამოწვეულ კრიტიკას გამოეხმაურა

სოციალურ ქსელში მუსიკოსი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან და ებრაელმა არტისტმა დუდუ ტასამ თელ-ავივში კონცერტი გამართეს.
მეტი