გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძისა და კატო კვარაცხელიას კონცერტი ორბელიანის მოედანზე

კონცერტი ფესტივალ „ქარავანის” დასკვნითი ღონისძიება იყო.
გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია

ორბელიანის მოედანზე გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძისა და კატო კვარაცხელიას კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა მუსიკოსებმა ცნობილი ქართული და უცხოური სიმღერების საკუთარი ვერსიები შეასრულეს. 

გიორგი გიგაშვილი:

დღეს უკვე ძველით ახალი წელია და ვასრულებთ საახალწლო დღეების აღნიშვნას. და ვასრულებთ ძალიან ბედნიერად არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან – ნინი ნუცუბიძესთან, კატო კვარაცხელიასთან, ნიკალა ზუბიაშვილთან და დათა მუნჯიშვილთან ერთად. შევასრულეთ ყველასთვის ცნობილი სიმღერები, მათ შორის საახალწლო კომპოზიციებიც. Ხალხიც საზეიმო განწყობაზეა და ყველა ერთად ძალიან კარგად გავერთეთ.”

კატო კვარაცხელია:

„ძალიან მიხარია, როცა მსმენელს გარეთ ვხვდებით, სადაც დასწრება თავისუფალია და ყველა ახერხებს მოსვლას და მოსმენას. Მე და ნინიმ სპეციალურად ამ საღამოსთვის გავაკეთეთ ახალი კომპოზიცია და პირველად ვიმღერეთ ერთად. Ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა.”

კონცერტი ფესტივალ „ქარავანის” ფარგლებში გაიმართა და მისი დასკვნითი ღონისძიება იყო. „ქარავანი” ორბელიანის მოედანზე 23 დეკემბერს გაიხსნა და 22 დღის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა გასართობ პროგრამას სთავაზობდა. 

ანანო გომართელი – ფესტივალ „ქარავანის” აღმასრულებელი მენეჯერი:

Ძალიან დატვირთული სეზონი გამოვიდა, ბევრი სტუმარი გვყავდა. Რაც მთავარია, ის, რომ ხალხისთვის დღესასწაული მოგვეწყო და აქ მოსვლა საინტერესო და სასიამოვნო ყოფილიყო, მგონია, რომ გამოგვივიდა. ამაში ძალიან დაგვეხმარნენ ქართველი არტისტები და თბილისის მერია, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ფესტივალი ასეთი არ იქნებოდა. ქარავანი” ორბელიანის მოედანზე უკვე გაზაფხულზე დაბრუნდება და რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რინგო სტარი და მისი All Starr ბენდი 2023 წლის საგაზაფხულო ტურნეს აანონსებს

შემდეგი სტატია

RIHA-ს მესამე ალბომი – Amaghleba Street

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი