კეტი პერი ბილი აილიშთან მუშაობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას დიდ შეცდომას უწოდებს

„ის უბრალოდ ქერა გოგო იყო. და მე ვიფიქრე: მოსაწყენია”, – თქვა პოპვარსკვლავმა.
კეტი პერი
Eric McCandless/ABC/GI

38 წლის პოპვარსკვლავმა TikTok-ის ვიდეოში გაამხილა, რომ ერთხელ ბილი აილიშთან მუშაობის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. ეს აილიშის 2016 წლის სადებიუტო სიმღერას Ocean Eyes ეხებოდა. 

„მეილი გამომიგზავნეს და მითხრეს: ნახე, ახალი არტისტია. კარგი იქნება, თუ მასთან ვითანამშრომლებთ.  ეს იყო სიმღერა Ocean Eyes, ის კი უბრალოდ ქერა გოგონა იყო. და მე ვთქვი: მოსაწყენია.”

პერიმ აღიარა, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება მისი დიდი შეცდომა იყო.

Ocean Eyes-ის გამოშვების შემდეგ აილიშმა შვიდი გრემი, ოქროს გლობუსი და ოსკარი მოიგო. კეტი პერი და აილიში კი მეგობრები გახდნენ. Მათი მეგობრობა ბილი აილიშის დოკუმენტურ ფილმშიც ჩანს. ერთ-ერთ ეპიზოდში პერი მას ეუბნება, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს, თუ ოდესმე პოპვარსკვლავობის უცნაური სამყაროში გზის გასაკვლევად დახმარება დასჭირდება. 

Ნახეთ ვიდეო, სადაც  კეტი პერი ბილი აილიშზე საუბრობს.

@1027kiisfm #KatyPerry tells the story of first hearing #BillieEilish’s Ocean Eyes! 😱 #oceaneyes #oceaneyesbillieeilish #katyperryfan #losangeles ♬ original sound – 102.7 KIIS FM
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კრის მარტინის და გვინეტ პელტროუს ქალიშვილი ეფლ მარტინი პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა

შემდეგი სტატია

ჯონ ქეილი თავისი ახალი ალბომის შესახებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი