2023 წლის Billboard Women in Music Awards-ის ცერემონიაზე ლანა დელ რეი, კიმ პეტრასი,  TWICE, ბეკი ჯი და სხვა ქალი არტისტები დაჯილდოვდებიან

ცერემონიის წამყვანი „ემის“ მფლობელი მწერალი და მსახიობი, კუინტა ბრანსონი იქნება.

2023 წლის პირველ მარტს მუსიკალური დაჯილდოება, სახელწოდებით Billboard Women in Music Awards  გაიმართება. ცერემონიაზე Billboard ჯილდოს იმ ქალ არტისტებს გადასცემს, რომლებიც თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიას განსაზღვრავენ. 

2023 წლის ცერემონიას „ემის“ მფლობელი მწერალი და მსახიობი, კუინტა ბრანსონი წაიყვანს. ღონისძიება ლოს ანჯელესში მდებარე YouTube Theater-ში  ჩატარდება. ლანა დელ რეი, კიმ პეტრასი, TWICE, ბეკი ჯი, Doechii, აივი ქვინი, Latto, ლეინი უილსონი – ეს იმ ქალი არტისტების ჩამონათვალია, რომლებსაც Billboard Women in Music Awards-ზე სხვადასხვა კატეგორიაში დააჯილდოებენ.

სხვა არტისტების და ცერემონიაზე გამომსვლელი შემსრულებლების  ვინაობას დაჯილდოების ორგანიზატორები მოგვიანებით დაასახელებენ. ცერემონიის სპონსორები არიან  American Express, Honda, Mugler და Nationwide. 

მოხარული ვართ  გამოვკვეთოთ ის  წამყვანი არტისტები, რომლებიც სხვადასხვა ჟანრში თანამედროვე ჟღერადობას განსაზღვრავენ და  ქალ მუსიკოსებს გზას უხსნიან.“ – აღნიშნა Billboard-ის საგამომცემლო ხელმძღვანელმა, ჰანა კარპმა. როგორც მან განაცხადა, Billboard Women in Music Awards-ის წლევანდელი ცერემონია განსაკუთრებული საღამო იქნება.

დაჯილდოებაზე დასასწრები ბილეთები საჯაროდ ხელმისაწვდომია და ღირებულება 85-დან 275 დოლარამდეა. 

Billboard Women in Music Awards ონლაინ არხების მეშვეობით პირდაპირ რეჟიმში გადაიცემა. პირდაპირ ეთერთან დაკავშირებულ დეტალებს  ორგანიზატორები მოგვიანებით გამოაცხადებენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შაკირა ჟერარდ პიკესა და მისი ახალი მეგობარი გოგონას ერთად გამოჩენას ვიდეოთი ეხმაურება

შემდეგი სტატია

პოლიციის მიერ მისი უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ ბრიტნი სპირსი ამბობს, რომ „ცოცხალია და კარგად არის”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი