ოსტინ ბატლერი საუბრობს, თუ როგორ იმოქმედა დედის დაკარგვამ მის სამსახიობო კარიერაზე

ფილმ „ელვისის” ვარსკვლავს დედა 2014 წელს გარდაეცვალა.
ოსტინ ბატლერი ინტერვიუზე
Nathan Congleton/NBC

10 წელი გავიდა მას შემდე, რაც ოსტინ ბატლერის დედა სიმსივნით გარდაიცვალა. მაშინ მსახიობი 23 წლის იყო. სატელევიზიო ინტერვიუში იგი  საუბრობს, თუ რა რეაქცია ექნებოდა დედას მის წარმატებაზე. 

„მგონია, რომ ძალიან ამაყი იქნებოდა. მან იმხელა მსხვერპლი გაიღო. სამსახური დატოვა, რომ კასტინგებსა და სამსახიობო კურსებზე ვეტარებინე. თვითონ კი გარეთ მიცდიდა და მერე ისევ უკან მივყავდი.”

ბატლერმა აღნიშნა, რომ სკოლის ასაკში დედამისსაც მსახიობობა უნდოდა. „ვფიქრობ, რომ ამ ცხოვრებას ორივე ჩვენგანისთვის გავდივარ. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და მგონია, რომ ძალიან ბედნიერი იქნებოდა.” 

მსახიობმა დედის პიროვნულ თვისებებზეც ისაუბრა. „ის ყველაზე კეთილი ადამიანი იყო. ირგვლივ ყველაფერს ანათებდა და სიცოცხლით სავსე იყო. ყველას მიმართ სიკეთეს იჩენდა. მინდა, რომ ჩემით ამაყობდეს. მინდა, რომ ჩემში იცოცხლოს ისეთმა, როგორიც იყო.”

ნახეთ ნაწყვეტი ინტერვიუდან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Metallica-ს ფონდმა თურქეთისა და სირიის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 250,000 დოლარი გაიღო

შემდეგი სტატია

ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი ოჯახის ხუთივე წევრის პირველ ერთობლივ ფოტოს აქვეყნებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობერტ დე ნირო 2025 წლის 17 მარტი, ნიუ იორკი. ფოტო: სინდი ორდი /Getty Images for SiriusXM

რობერტ დე ნირომ დაადასტურა, რომ არიანა გრანდე ოფიციალურად შეუერთდება Meet the Parents 4-ის გუნდს

ლეგენდარულმა მსახიობმა იხუმრა კიდეც, რომ სერიალის მეოთხე ნაწილში ის ოსკარზე ნომინირებულ Wicked-ის ვარსკვლავთან ერთად იმღერებს.
მეტი