ნახეთ, სინამდვილეში რას ამბობდა ადელი რიანას შესახებ სუპერ თასის შოუზე

„უნდა გაგიმხილოთ… დიდი შრომა სჭირდება, რომ მუდმივად მიმი იყო.”
ადელი
Kevin Mazur/GI for AD

პოპვარსკვლავობის გარდა, ადელი მიმის მუდმივი მასალაა. მისი სუპერ თასის შოუს დროს გადაღებული ვიდეოც ახალ მიმად იქცა და ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ახლახან კი ადელმა ახსნა, თუ რას ამბობს სინამდვილეში ვიდეოში.

„უნდა გაგიმხილოთ… დიდი შრომა სჭირდება, რომ მუდმივად მიმი იყო,” – გაიხუმრა მომღერალმა საკუთარი კონცერტის დროს. „ყველა ჩემს მიმის მიგზავნიდა.” ადელმა აღნიშნა, რომ შესაძლოა მისი სახე ასეთი გასართობი იმიტომაა, რომ ძალიან მიმიკურია, რადგან მას არ აქვს გაკეთებული ბოტოქსის პროცედურები.

„სინამდვილეში ვამბობდი: „ის კარგად იქნება. ცოტა მარიხუანას მიიღებს და კარგად იქნება.” თუმცა, ცხადია, ის ვერ მოიხმარდა მარიხუანას, რადგან ორსულადაა!”

სუპერ თასის შოუზე რიანამ გაამხილა, რომ მეორე შვილს ელოდება.

Ნახეთ ადელის მიმი და მისი კომენტარი კონცერტიდან

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ენდრიუ ლოიდ უებერმა მეფე ჩარლზ III-ის კორონაციისათვის ჰიმნი დაწერა

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი ნიუ-იორკში, 2022 წლის 2 სექტემბერი, ფოტო: ლოიდ უეიკფილდი

ჰარი სტაილსმა ავსტრალიის კონცერტის დროს სცენაზე ფეხსაცმლიდან სასმელი დალია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი