Creams-ის ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი

„სიმღერა ზოგადად სირთულეების გადალახვაზეა და ოდნავ ეგზისტენციალური თემებიც დაკრავს. განსაკუთრებით ბოლო ნაწილს, სადაც მელოდიურად იცვლება ტრეკი და სიმღერა ახალ ხასიათს იძენს.“

Need to Talk – Creams – ახალ სიმღერასა და ვიდეოკლიპს აზიარებს, სადაც მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავადვეა. ვიდეოკლიპი კი რეჟისორმა გიორგი მეშველიანმა და  Metro ფროდაქშენმა გადაიღო.

„ეს სიმღერა  შარშან  ზაფხულში დავწერე.  ეგრევე შემიყვარდა და გადავწყვიტე კლიპზე მუშაობა დაგვეწყო.   კლიპი რეჟისორ გიორგი მეშველიანთან ერთად, Metro ფროდაქშენის დახმარებით წყალტუბოში-სანატორიუმ „თბილისში“ გადავიღეთ. ბევრი სირთულის მიუხედავად ძალიან კარგი გამოვიდა. მოვრჩით თუ არა პროექტს მალევე მინდოდა ყველას ენახა, რატომღაც ყველაზე მეტად ამ რელიზზე ვნერვიულობ, ალბათ იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იყო ჩართული და თითქოს მათ წინაშეც პასუხისმგებლობას ვგრძნობ.“ – Creams

წყალტუბოში სანატორიუმ „თბილისში“ გადაღებული ვიდეოკლიპის ვიზუალი და შინაარსობრივი მხარე  ფანტასტიკური ჟანრის საინტერესო მიგნებაა, სადაც კიბორგი ადამიანური ურთიერთობების ერთგვარ ლუსტრაციას წარმოადგენს.

„სიმღერა ზოგადად სირთულეების გადალახვაზეა და ოდნავ ეგზისტენციალური თემებიც დაკრავს. განსაკუთრებით ბოლო ნაწილს, სადაც მელოდიურად იცვლება ტრეკი და სიმღერა ახალ ხასიათს იძენს. 

კლიპის შინაარსი და მთავარი იდეა ის არის, რომ სანატორიუმ „თბილისში“ Creams – ერთ-ერთი პროტაგონისტი გმირია, რომელიც ადამიანებს კიბორგებად აქცევს და საკუთარ კიბორგ არმიას ქმნის. კეთილი არის Creams, თუ ბოროტი და რა მიზანს ემსახურება ეს აქტი ვფიქრობ მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს. 

ტექსტი ამაში ძალიან დიდ დამხმარე ელემენტს წარმოადგენს.“ – Creams


ნახეთ Creams-ის ვიდეოკლიპი – Need To Talk

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კრის მარტინი და ჰიუ ჯეკმანი 2023 წლის Global Citizen NOW სამიტის თავმჯდომარეთა შორის დასახელდნენ

შემდეგი სტატია

2024 წლის „ოქროს გლობუსის” დაჯილდოების თარიღი ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი